info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
აბაზანის დასუფთავება

აბაზანის დასუფთავება

 საპირფარეშო ყოველდღიურ და სკრუპულოზურ (ზედმიწევნით) დასუფთავებას მოითხოვს, ვინაიდან ყველაზე მეტი ბაქტერია სინესტის გამო, სწორედ, აქ იბუდებს. სასურველია, თუ აბაზანას პატარა ზომის სარკმელი ექნება, ეს ფუფუნება, ძირითადად კერძო საცხოვრებელ სახლებს აქვთ. აუცილებელია, ფანჯარა მუდამ ღია გვქონდეს, ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ, როგორც დაორთქვლას, ასევე მოვახდენთ ჰაერის ცირკულირებას, ეს კი განსაკუთრებით აუცილებელია, წყლის გამაცხელებელი მოწყობილობის აბაზანაში არსებობის შემთხვევაში.


• დასუფთავების დაწყებამდე აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და პირბადე, როგორც აქამდე აღვნიშნე, ეს აუცილებელი პირობაა ხელების გაუხეშების და ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, მით უმეტეს თუ პატარა ზომის და უფანჯრო სააბაზანოს დასუფთავება გვიწევს.


• იმის გათვალისწინებით, თუ რა მასალის უნიტაზი, ნიჟარა და აბაზანა/საშხაპე გვაქვს უნდა შევარჩიოთ სპეციალური საწმენდი საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირის დაზიანება, დალაქავება და დაკაწვრა. ხსნარი რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ნაკლებქიმიური უნდა იყოს. მოვასხათ შერჩეული ნივთიერება თითოეულ მათგანს და გავაჩეროთ.


• ბანაობის შემდეგ, მოგეხსენებათ, კედლები, ჭერი და სარკე იორთქლება, იმისათვის, რომ ეს ორთქლი ლაქებად არ იქცეს და სააბაზანოს ბზინვარება არ დაუკარგოს ჭერი და კედლები ხშირად უნდა ჩამოვწმინდოთ გრძელტარიანი, რბილი ზედაპირის მქონე საწმენდი ჯოხით. სარკე კი უნდა გავაპრიალოთ სარკის საწმენდი ხსნარით და რბილი ქსოვილით. კვირაში ერთხელ კი (კაფელის არსებობის შემთხვევაში) თეთრი ხაზების გაშავების თავიდან ასაცილებლად სპეციალურ ხსნარში დასველებული ღრუბლით უნდა გავწმინდოთ კედლები, ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ სიშავის ჩაჯდომა გამოსაჩენ ადგილებში.


• აუცილებელია თაროების ხშირი წმენდაც, რადგან ეს ის ადგილია, სადაც გვიდევს ჩვენი კბილის ჯაგრისის ჩასადები და პირადი ჰიგიენისათვის განკუთვნილი სხვადასხვა საშუალება, ბაქტერიებს კი უსუფთაო ადგილები ძალიან უყვართ.


• რთულია საშხაპე „კაბინების“ მოვლა, ის ბანაობის შემდეგ მუდმივად სველი და დაორთქლილია, ამიტომ ყოველი დაბანის შემდეგ რბილი ქსოვილით საფუძვლიანად უნდა ჩამოიწმინდოს მისი კედლები, ასე თავიდან აიცილებთ მუდმივ ჩამჯდარ ნადებს და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე კვირაში ერთხელ დაგჭირდებათ მცირე რაოდენობის სპეციალური საწმენდი საშუალების გამოყენება, ეს კი შეამცირებს ჩვენს კონტაქტს ქიმიურ ნივთიერებებთან და ასევე დაზოგავს ჩვენს სახსრებსაც.


• კედლებისა და ჭერისგან განსხვავებით ყოველდღიური მოვლა სჭირდება უნიტაზს, ნიჟარას, აბაზანას და საშხაპის არსებობის შემთხვევაში მის სადგამს. როგორც გვახსოვს, ჩვენ წინასწარ მოვასხით საწმენდი საშუალებები და გავაჩერეთ. აბაზანას და ნიჟარას ღრუბლით მოვწმენდთ, ხოლო უნიტაზს სპეციალური ჯაგრისით, ასევე აუცილებელია, უნიტაზის ჯაგრისის სადგამში ჩავასხათ ცოტა ოდენი საწმენდი ხსნარი და ისე გავაჩეროთ, ეს ბაქტერიების გამრავლებას შეაფერხებს.


• ბოლო ეტაპია იატაკის მოწმენდა, ამისათვის იატაკის საწმენდ ჯოხზე წამოცმულ სველ ნაჭერს მოვასხათ ე.წ „მეტლახის“ საწმენდი ხსნარი ან ის ხსნარი, რომელსაც ნიჟარისთვის და უნიტაზისთვის იყენებთ და ისე გავწმინდოთ, ბოლოს აუცილებელია, სუფთა, წყალში გარეცხილი ნაჭრით მოვაპრიალოთ, რადგან არ დარჩეს ქიმიური საშუალებების კვალი.

1270
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? გაზაფხული, წვიმა და დალაქავებული ფანჯრები სარეცხი მანქანის მოვლა სახლის დალაგება - დასუფთავება-ნივთები, რომლებსაც ყოველდღიური რეცხვა სჭირდება მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში ეზოს მოვლა-დასუფთავება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძლება