info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს. ამავდროულად, გირჩევთ, რომ თქვენს კულინარიაში ღვინის ძმარი, ვაშლის ძმრით ჩაანაცვლოთ.

 

გარდა სამკურნალო და გასტრონომიული დანიშნულებისა, ვაშლის ძმარი სხვა უნიკალური თვისებებითაც ხასიათდება, ის, ასევე,  თქვენი სახლის სისუფთავის საიდუმლოს  ბუნებრივი საშუალებების სიას მიემატება:

 

-ვაშლის ძმარი იდეალური საშუალებაა სანტექნიკის მილების გასაწმენდად. ყველა დიასახლისმა იცის, რამდენ პრობლემას ქმნის კანალიზაციის გაჭედილი მილები. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ერთ ჭიქა ძმარში აურიეთ ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა და ჩაასხით მილში. გააჩერეთ, დაახლოებით,  ნახევარი საათი და შემდეგ ადუღებული წყალი ჩაასხით.

 

-ვაშლის ძმარი შესანიშნავად სპობს სარეცხის მანქანაში ჩაბუდებულ ობის სოკოს, ნადებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. სარეცხი საშუალების ჩასაყრელ დოლურაში ჩაასხით ვაშლის ძმარი და ჩართეთ სწრაფი რეცხვის რეჟმზე.

 

-ვაშლის ძმრის და საჭმელი სოდის კომბინაცია შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა სააბაზანო ოთახისთვის, ამასთანავე, გაცილებით იაფია, ვიდრე ქიმიური საწმენდი საშუალებები.

 

-ვაშლის ძმარი ეფექტურად ებრძვის  ავეჯის ლაქებს, წმენდს ქსოვილს და ხალიჩას. ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და მარილი, წაუსვით ლაქაზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

 

-სახეზე გამონაყარის, აკნეს დროს: ყოველ დილა-საღამოს პირის დაბანის შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ვაშლის ძმარში და სახე გაიწმინდეთ. გამონაყარი მალე გაივლის.

 

-ანგინის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ საათში ერთხელ. ხსნარი რამდენიმე წუთის განმავლობაში პირის ღრუში გააჩერეთ და შემდეგ გადაყლაპეთ.

 

-ვაშლის ძმარი ამაგრებს თმის ძირებს, ხდის მას ფაფუკს და აქრობს ქერტლს. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი და ბანაობის შემდეგ თმებზე გადაივლეთ. სწრაფი ეფექტისთვის 10-15 წუთის განმავლობაში არ ჩამოიბანოთ და ქერტლი უკვალოდ გაქრება.

 

როგორც ხედავთ ვაშლის ძმარი უნიკალური საშუალებაა, რომლის გამოყენებაც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი პრობლემის დროს ეფექტურია.

20804
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში