info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38+995 571 24 24 44
error
რბილი ავეჯი სისტემატურ წმენდას მოითხოვს

დიასახლისები ხშირად აღნიშნავენ, რომ რბილი ავეჯის წმენდა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა; რატომ? საქმე ის არის, რომ რბილი ავეჯის ზედაპირსა და მის სიღრმეში, რომელი ფაქტობრივად მთლიანად ქსოვილია, ადვილად ჯდება უხილავი მტვერი, ჭუჭყი, რომელსაც ჩვენ ისე ვსუნთქავთ, ვერც კი ვხვდებით, რა ზიანის მოტანა შეუძლია; გარდა ამისა, ჩვენი შვილები ზედ თამაშობენ და ხელებით ეხებიან. მართალია კარგი ხარისხის ხალიჩაში მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები შედარებით ძნელად იბუდებენ, ვიდრე უხარისხო ქსოვილში, მაგრამ სისტემატურ წმენდას ორივე მათგანი მოითხოვს. ჩვენი რჩევები გაგიადვილებთ ხალიჩების წმენდის პროცესს და მარტივ გზებს გასწავლით.

ავეჯზე მოხვედრილი ბაქტერიები საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ხდება ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორიც არის ალერგია და სხვა. ავეჯის წმენდას წინ უძღვის სპეციალური ხელსაწყოებით დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას. ამის წყალობით მიიღწევა არა ზედაპირული, არამედ სრულყოფილი სისუფთავე.

რბილი ავეჯის წმენდის პრინციპი იატაკების წმნედას ჰგავს. ზედაპირი თავისუფლდება მტვრისგან, განისაზღვრება ლაქების სახეობა (ღვინო, ზეთი), ინამება მთლიანი ზედაპირი, მუშავდება ჯაგრისით, ხდება ჭუჭყის აღება და ბოლოს წყლის პროცესით განეიტრალება.

ავეჯიდან ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან კომპანია “სუფთა სამყარო” გთავაზობთ რბილი ავეჯის, სამეულების, სავარძლის ქიმწმენდას, დეზინფექციას, როგორც ნაჭრის, ასევე ტყავის ავეჯისთვის- უმაღლესი ხარისხის ხსნარებით!
მომსახურებისას შეიძლება გაიწმინდოს როგორც ოფისის, ბარ-რესტორნის, ასევე ბინებისა და აგარაკების ავეჯი!

error
რატომ უნდა დაალაგოთ სახლი საახალწლოდ განსაკუთრებულად?

 ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელსო... ასეც არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს განსაკუთრებულად შევხვდეთ, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მომდევნო 12 თვის მიმდინარეობა. ამისათვის ყველა ისეთ რჩევას გვაძლევს, რომელშიც თავად ერკვევა და რომელიც მისთვის ნაცნობია, თანაც შეუძლია, კომპეტენტური რჩევაც გაგვიზიაროს.

დალაგება-დასუფთავების კომპანია „Mycleaner.გე“-ში მიაჩნიათ, რომ ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ასპექტი სუფთა და მოწესრიგებული გარემოა - იმისათვის, რომ მთელი წელი დადებითი, წარმატებული და სიახლეებით დატვირთული იყოს, აუცილებელია,  საახალწლოდ სახლი იდეალურად დასუფთავებული იყოს, რადგან ჩვენს სახლებში შექმნილი კომფორტი მთელი წელი გაგვყვება და თავსაც მუდმივად კომფორტულად გვაგრძნობინებს; 

 Mycleaner.ge-ს რეკომენდაციით, საახალწლოდ ყველაზე მნიშვნელოვანია სახლის გენერალური დალაგება დასუფთავება, რაც თავისთავად სახლის სიღრმისეულ დასუფთავებას გულისხმობთ. ჩვენი დიასახლისები მოგიყვებიან, რას ნიშნავს გენერალური დასუფთავება და რა სამუშაოებს ატარებენ ისინი საახალწლოდ:

გენერალური დალაგება-დასუფთავების დროს ირეცხება ფანჯრები, მისი ჩარჩოები და ორივე მათგანი იდეალურად სუფთავდება.
2. სპეციალური, ბიოლოგიურად სუფთა ხსნარებით იხეხება და იწმინდება იატაკი.
3. იწმინდება კედლები და ჭერი.
4. ვაშორებთ მტვერს სახლში არსებულ ყველა ნივთს.
5.მოვაშორებთ მტვერს შიდა კარებს და მის ჩარჩოებს და მერე მოვუსმევთ შესაბამისს საშუალებას,რომელიც დაიცავს შემდგომი დაბინძურებისგან.
7. ზედაპირულად გაგიწმინდავთ ხალიჩას,სპესიალური ხსნარით
8. სიღრმისეულად იწმინდება აბაზანა - მეტლახი,კაფელი და ყველა სხვა ინვენტარი თუ აქსესუარი, რაც აბაზანაშია
9. გენერალურ დალაგებაში ასევე შედის სამზარეულოს დასიფთავება: იწმინდება გაზი, მაცივარი,ღუმელი და სამზარეულოს სხვა მოწყობილობები
10. იწმინდება რა თქმა უნდა, სამზარეულოს კაფელ, სპეციალური ხსნარებით.

 

შეხვდით ახალ წელს სუფთა გარემოში, Mycleaner.ge-სთან ერთად! 

error
როგორ დავალაგოთ სახლი რემონტის შემდეგ?!

ახლადგარემონტებული სახლი ყველას უყვარს, სუფთა კედლები, ახალი ავეჯი, შეცვლილი ფარდები და მოკლედ, ყველაფერი ახალი! თუმცა, როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ისე რემონტსაც -  საქმე ის არის, რომ ახლადგარემონტებული სახლი ერთგვარ პრობლემასაც გვაჯახებს- ეს არის მის დალაგება. იმისთვის, რომ ჩვენი სახლი საოცნებო სისუფთავემდე მივიყვანოთ, დავასუფთავოთ საღებავებისგან დასწვრილი იატაკი, გავწმინდოთ ნარემონტალი ფანჯრები, აბაზანა და ა.შ.  იმისთვის, რომ ახალგარემონტებული სახლი რაც შეიძლება მყუდროდ და კომფორტულად მოაწყოთ , თანაც ისე, რომ ეს დამღლელიც არ გახდეს, მიჰყევით Mycleaner.ge-ს რჩევებს:

პირველ ეტაპზე რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ეს არის სპეციალური ხსნარების შეძენა - მერწმუნეთ, ამა თუ იმ ნარემონტალი ლაქის მოშორება სპეციალური ხსნარებით ბევრად უფრო გაგიადვილდებათ;  როდესაც რემონტის შემდეგ დატოვებულ ლაქებს (საღებავი, წებო, ცემენტი და ა.შ), აუცილებლად უნდა ავიღოთ მტვერი ყველა დაბინძურებული ადგილიდან, შემდეგ დავასუფთავოთ იატაკები და მოვემზადოთ ბოლო, ყველაზე მთავარი ნაწილისთვის-დავიწყოთ ავეჯის განლაგებასა და ოთახების მოწყობაზე ფიქრი.  

1) დავაგოთ ხალიჩები 
მტვერი აღებულია, იატაკი მოსუფთავებული და უკვე შეგვიძლია ხალიჩები გავშალოთ. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ხალიჩების ზემოდან ავეჯის დადგმა მოგვიწიოს, აუცილებელია, რომ ეს პროცედურა სწორედ ავეჯის დალაგებამდევე მოვაგვაროთ. 

2) დავკიდოთ ფარდები
 დიასახლისთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახლის დალაგებისას ფარდები ყველაზე ბოლოს უნდა დაიკიდოს, თუმცა,  ჩვენ ამასთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრება გვაქვს. შესაძლოა, ზემოაღნიშნული ტენდენცია მაშინ გამოვიყენოთ, როცა სახლის გენერალურ დალაგებას ვაკეთებთ, თუმცა, მაშინ, როცა ნარემონტალი სახლის დალაგებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, ასეთ დროს ფარდები საწყის ეტაპზევე უნდა ჩამოვკიდოთ, რადგან შესაძლოა, ოთახებში გვედგას ავეჯი, რომელიც ფანჯრის სიახლოვეს არის განთავსებული, რამაც შესაძლოა ფარდების დაკიდების პროცესი გაართულოს, ან შესაძლოა, უბრალოდ ვერც კი მისწვდეთ ფანჯრის საკიდს და ისევ ავეჯმა შეგიშალოთ ხელი თუნდაც კიბის გამოყენებაში და ა.შ. ამიტომ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს დეტალები და საქმე უფრო ოპტიმალურად დაგეგმეთ. 

3) ავეჯის დადგმა

 ხალიჩა უკვე დაგებულია, თქვენ უკვე კარგად გაქვთ გათვლილი ყველა ფუნქციონალური ზონა. ვიწყებთ ავეჯის განლაგებას. პირველ ყოვლისა, გირჩევით კარადების, კომოდების და სხვა მძიმე ავეჯის განთავსებას, უფრო - კედლის გასწვრივ. ამის შემდეგ ხელი აღარ შეგეშლებათ რბილი ავეჯის განთავსებაში, ან პირიქით, რბილი ავეჯი აღარ შეგიშლით ხელს მათ საკუთარ ადგილამდე მიტანაში. როდესაც დიდი ზომის ავეჯის განლაგებას დავასრულებთ, შეგვიძლია, რბილ ავეჯსაც მივუჩინოთ ადგილი.

 

4) დეკორაციების მოწყობა


ძირითადი და შავი სამუშაო დამთავრებულია. დადგა დეკორირების დრო. აქ უკვე სრული თავისუფლება გაქვთ, მხოლოდ თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებას მიენდოთ. მოსასვენებელ ზონას, დივანსა და სავარძლებს ვაფორმებთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბალიშებით, პლედებით. უკვე ვათავსებსთ ნაირნაირ ლარნაკებს, წიგნებს. ყურადღებას ვაქცევთ განათებას, ვდგამთ ტორშერებსა და ლამფებს. კედლებზე ვკიდებთ სურათებსა და ნახატებს. გარდა ზემოჩამოთვლილი ნივთებისა, ოთახების მოსაწყობად ხშირად ქოთნის ყვავილებსაც კი იყენებენ. თუ ოთახის ყვავილები გიყვართ, თქვენთვის იდეალური იქნება, თუ ყოველ ზონაშო ორ მცენარეს მოათავსებთ. ეს დაგეხმარაბეთ სივრცის გადახალისებაში, ინტერიერისთვის ბუნებრივი ფერადოვნების მინიჭებაში და გარდა ამისა, მცენარეები გაგისუთავებენ ჰაერს.

error
როგორ მოვუაროთ ეზოს?

კერძო სახლის ან აგარაკის ეზოს მოვლა/დასუფთავება, ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი პროცესია. სუფთა და მოვლილი ეზო თქვენს ესთეტიკურ მხარეს უსვამს ხაზს, ჯერ ეზოს ხედავ, მერე სახლს და შემდეგ ადამიანებს ხვდები, სწორედ ამიტომ გარემოს მოვლა და მოწყობა აუცილებელია. კერძო სახლის მეპატრონეები დამეთანხმებიან, რომ ეზოს მოწყობა და დასუფთავება, საკმაოდ, შრომატევადი საქმეა.

 

-ზოგს ასფალტი აქვს დასხმული, ზოგი მარმარილოს ან მეტლახს აგებს, ზოგს კი დაბალი გაზონი და ვიწრო ბილიკები მოსწონს. სამივე მათგანს კი სპეციფიკური მოვლა და დასუფთავება სჭირდება. 

 

-ბალახის/გაზონის  არსებობის შემთხვევაში, სასურველია, თუ სარწყავ მოწყობილობას დააყენებთ, ის  დროდადრო დანამავს მას, ამით ბალახს სინორჩეს და სიხასხასეს შეუნარჩუნებთ. ბალახზე ჩამოყრილი ფოთლები სპეციალური „ფოცხით“  ბრთხილად მოაგროვეთ, ისე რომ ბალახი არ დაზიანდეს და შემდეგ აიღეთ. შესაძლებელია  სპეციალური მტვერსასრუტის გამოყენებაც.

 

-ასფალტიდან შედარებით ადვილია ჩამოყრილი ნაგვის აკრეფვა, თქვენ ჩვეულებრივი ან ეზოს ცოცხის გამოყენება შეგიძლიათ. მზიან ამინდში და ზაფხულის ცხელ საღამოს კი რეზინის მოქნილი სარწყავი მილით გააგრილეთ ეზო. აუცილებელია გქონდეთ ე.წ „ტრაპი“, საიდანაც დაგროვებული წყალი თავისუფლად გავა.

 

-მარმარილოთი მოპირკეთებული ეზოს დასუფთავებაც ცოცხით და წყლით არის შესაძლებელი, ამ დროს თქვენ სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ. (ქიმიური საშუალებები მოარიდეთ ყვავილებს)

 

-ეზოს უხდება ფერადი ყვავილები და ლამაზი ქოთნები, თუ გაქვთ მიწა და ის ყვავილების დარგვის საშუალებას მოგცემთ ჩარგეთ ფერადი და ლამაზი ყვავილები, თუ თქვენი ეზო არ არის მიწიანი და ასფალტი გაქვთ დასხმული, თავად შექმენით დიდი ქოთნები, ამისთვის შეგიძლიათ პადონები გამოიყენოთ(სამშენებლო პალეტი), ასევე შეგიძლიათ რეზინის „საბურავები“ გადაღებოთ და მორთოთ. ყვავილები აუცილებელია, როგორც ესთეტიკური მხარის მოსაწყობად, ასევე ისინი თქვენს ეზოს ჟანგბადით მოამარაგებენ. ხშირად აკონტროლეთ ყვავილები, მოაშორეთ სარეველა ბალახი და გამხმარი ტოტები, მოუვლელი ყვავილები არაესთეტიკურად გამოიყურებიან.

 

-მომწონს ტენდენცია, როდესაც ეზოში კენკროვანი ხილის ბუჩქებს რგავენ, ან ჯუჯა ხეებს ახარებენ, ასეთ დროს თქვენ ალამაზებთ ეზოსაც და სეზონურად მიირთმევთ უსასუქოდ მოყვანილ კენკრასაც.

 

-ხშირად, ეზოს დასაჩრდილად ხეივანს აკეთებენ, ეს საშუალებას მოგცემთ ეზო თემატურად მოაწყოთ ქვევრებით,ძველი ნივთებით, აქსესუარებით და ხის ფანჩატურით.

 

-ბევრს თანამედროვედ მოწყობილი ეზო მოსწონს, ე.წ „ბოჰემურ“ სტილში, საკუთარი ხელით პადონებისგან აკეთებენ მაგიდას და სკამებს, რომლებსაც არბილებენ ღრუბლით და ნაჭრით, საკუთარი ხელით აკეთებენ განათებას, ჩამოკიდებულ შუშის ქილებში ან რამდენიმე ჩვეულებრივ ნათურას კიდებენ. ასევე პადონებით აკეთებენ თაროებს და იქ სხვადასხვა საინტერესო ნივთს დებენ. სასურველია, რომ მაგიდით და სკამებით მოწყობილი ადგილი გადახურული გქონდეთ, ასეთ დროს სტუმრებს მიიღებთ, როგორც წვიმაში, ასევე მზეში. დამერწმუნეთ, თქვენი ეზო თქვენი მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი გახდება.

 

-ეზოს უხდება პატარა აუზი, რომელშიც თევზებს იყოლიებთ, რა თქმა უნდა, მასაც მუდმივი წმენდა სჭირდება ნადებისგან და ჩაცვენილი ფოთლებისგან.

 

 

დაბოლოს სუფთა და მოვლილ ეზოში „კაპუჩინოს“, ბალახების ჩაის, ჭიქა ღვინის ან ალუდის მირთმევა მეტად სასიამოვნოა, ეს ასევე რელაქსაციის კარგი საშუალებაა.

error
როგორ უნდა ირეცხებოდეს ბავშვის სარეცხი?

 სარეცხი საშუალებების შეძენისას რა კრიტერიუმით სარგებლობთ? ალბათ საინტერესოა, რომელ სარეცხ საშუალებას რა კრიტერიუმით ანიჭებენ უპირატესობას დიასახლისები? აღნიშნულთან დაკავშირებით, Mycleaner.ge-მ მცირე გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ დიასახლისთა უმრავლესობა სარეცხ საშუალებებს რეკლამის, ფასისა და ახლობელ-ნაცნობების რჩევის საფუძველზე მოიხმარენ. ეს კი, რა საკვირველია, შეცდომაა.

 სპეციალისტების თქმით, სარეცხი საშუალებები, მათ შორის ის საშუალებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს განეკუთვნება.  რატომ? საქმე ის არის, რომ სარეცხი ფხვნილების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ფოსფატები და ანიონური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც თუ პროდუქციის შემადგენლოაბში 5%-ზე მეტი რაოდენობით არის, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, დააზიანოს კანის უჯრედები და მეტიც, თუ ეს ნივთიერებები დიდი რაოდენობით არის პროდუქციაში, შესაძლოა, დააზიანოს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და ნერვული სისტემაც კი.

 

 ალბათ ხვდებით, რამდენი ყურადღება სჭირდება სარეცხი საშუალებების შერჩევას, მით უფრო, თუკი ამა თუ იმ პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვების ნივთებსაც ვრეცხავთ. ხშირად ყოფილა შემთხვევები და შესაძლოა, თქვენც გქონიათ პრაქტიკაში, როდესაც ბავშვს აღმოსჩენია კანის პრობლემები, ალერგია, გამონაყარი ან იმუნიტეტის დაქვეითება. შეიძლება, თქვენ ამ ყველაფრის მიზეზად სარეცხი საშუალება არც არასდროს გიგულისხმიათ, მაგრამ სწორედ ცუდად შერჩეულ სარეცხ საშუალებებში გარეცხილ ნივთებს გამოუწვევია ზემოჩამოთვლილნი.

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეცხი საშუალებების უმრავლესობა დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, ისინი უმეტესად გარეცხილი ნივთების ზედაპირზე რჩება, შემდეგ ბავშვის ორგანიზმშიც ხვდება და იწვევს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

მაშ ასე, Mycleaner.ge გირჩევთ:

1)არ შეიძინოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ქლორს, ფოსფატს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს-კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა და ამის შემდეგ იყიდეთ სარეცხი საშუალება.

2) მოერიდეთ მძაფრსუნიან კონდიციონერებს.

3)განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩიეთ ჩვილის სარეცხი საშუალებები-ახალშობილის სარეცხი აუცილებლად სპეციალური, საბავშვო სა შუალებებით უნდა გაირეცხოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური ნივთიერებებით მზადდება.


4) არანაკლებ პრობლემური და საყურადღებოა ბავშვის სათამაშოების რეცხვა, რომლებსაც პატარა ხშირად პირში იდებს. განსაკუთრებით,  თუ ეს სათამაშოები რბილი ქსოვილებისა და ბეწვისგან არის დამზადებული, ისინი ხომ ბაქტერიების სამფლობელოდ იქცევვა ჩვენ კი მათს მოსავლელად დიდი ყურადღება გვჭირდება. ეცადეთ, 7-10 დღეში ერთხელ სათამაშოები, ბეწვისაც და რეზინისაც, საპნიან-სოდიანი წყლით გაირეცხოთ (სამ ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ თხევადი საპონი და 1 ს/კ სოდა). ასე თქვენ უფრო მშვიდად იქნებით, თუკი გეცოდინებათ, რომ ნივთები, რომლებსაც თქვენი შვილები ყოველ წამს პირში იდებენ, შეძლებისდაგვარად დაცულები არიან ბაქტერიებისგან.   

 

error
რატომ ბიო დასუფთავება?

  ბაქტერიები, ბაქტერიები, ბაქტერიები - „უჩინარი არსებები“, რომლებიც ყველგან არიან, სადაც ჩვენ ვართ ან არ ვართ; ჰაერში, მაგიდაზე, თეფშსა თუ ჭიქაზე- მათ აბსოლუტურად ყველგან შევხვდებით და თანაც ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ, თუ ჩვენს ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ  მიადგება.

 როგორ უნდა ვებრძოლოთ ბაქტერიებს? რა  თქმა უნდა, სისუფთავით-უნდა ვეცადოთ, რომ იქ, სადაც ხშირად გვიწევს ყოფნა, მუდმივად დალაგებული იყოს. თუმცა, მიკრობებთან ბრძოლასაც თავისებური მიდგომა სჭირდება, რათა დასუფთავების ნაცვლად უარესად დაბინძურებული გარემო არ მივიღოთ.

 საქმე ის არის, რომ ხშირად, ის საწმენდი საშუალებები, რომლებსაც დასუფთავებისას ვიყენებთ, არცთუ ისე სახარბიელოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე.

 დასუფთავების კომპანია Mycleaner.ge გირჩევთ, ქიმიური საწმენდი საშუალებების ნაცვლად,  გამოიყენოთ ბიოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები, რათა გაუფრთხილდეთ საკუთარ თუ გარშემომყოფთა ჯანმრთელობას და ასევე ბუნებას. ეს ნამდვილად არ არის რთული.

 ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ბიოლოგიურად სუფთა ხსნარები დეფიციტიურია და  მათი ღირებულება ბევრად აღემატება ქიმიურ ხსნარების ფასს, თუმცა ეს ასე არ არის. ბოლო რამდენიმე წელია, ბიო ეფექტური სწმენდი საშუალებები იყიდება ყველა შესაბამის მარკეტსა თუ დაწესებულებაში და რაც მთავარია, მათი ღირებულება ქიმიურ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხსნარების იდენტურია. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ისინი არ არის ტოქსიკური და დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ განახლებადი რესურსებისგან.

 გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია და თუკი მცირედი შანსი მაინც გაქვთ იმისა, რომ გაუფრთხილდეთ მას, ხელიდან ნუ გაუშვებთ. რა ჯობია სუფთა გარემოს, სადაც არც არც ბაქტერიებია და არც ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა ბაქტერიებზე დიდი ზიანი მოგვაყენოს.

 

 

error
როგორ მოქმედებს შენობაში არსებული მტვერი ადამიანის ჯანმრთელობაზე

 ჰაერის დაბინძურებაზე, უკვე მერამდენე ათწლეულია, აქტიურად საუბრობენ. ექსპერტების აზრით, ჯანმრთელობისთვის ერთნაირად მავნებელია ჰაერის დაბინძურება როგორც შენობებში, ისე მათს გარეთ. მთავარი “დამბინძურებლები” არიან მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირორჟანგი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი. დაბინძურებული ჰაერი უმთავრესად სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევს, მაგრამ არცთუ იშვიათია სხვა ორგანოთა დაზიანებაც.

 

ჯანმრთელობისთვის მავნე კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც თავს იჩენს შენობის შიგნით, ობი და ნესტია. ევროპის რეგიონში ოჯახების 20% ცხოვრობს შენობებში, სადაც ნესტისა და ობის მაღალი დონე აღინიშნება. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის შეიმუშავა ჯანმომ 2010 წელს გაიდლაინი, რომელიც შენობის ჰაერის კონტროლს გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ გაიდლაინით განსაზღვრული ნორმები დაცული არ არის.

 

დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს, მათ შორის კანზეც. ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა კი, არა მხოლოდ გამონაბოლქვს, არამედ სახლში დაგროვილ მტვერსაც შეუძლია.სპეციალისტების დასკვნის თანახმად, სახლის ჰაერის ერთ კუბურ მეტრში მტვრის დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაწილაკია, ხოლო 1 გრამ მტვერში ათასობით მიკროორგანიზმი ბუდობს. მთელი ეს მავნე მასა ადამიანის კანზე ხვდება, ფორებში ფეხს იკიდებს და ალერგიულ ფონსაც ქმნის. ზოგ შემთხვევაში, კი ქრონიკულ ალერგიაშიც გადადის.

 

მტვრის მთავარი ბუდე ხალიჩები, ფარდები, გადასაფარებლები, საბან-ბალიშები და რბილი სათამაშოებია. არსებობენ, შეუმჩნეველი პარაზიტებიც, რომლებსაც მაგიდებსა და სკამებზეც შეხვდებით.

 

დიასახლისები ყოველდღიურად ცდილობენ ებრძოლონ სახლში დაგროვილ მტვერს, მაგრამ მათთან ბრძოლა არც ისე მარტივია, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად გადავწმინდოთ მყარზედაპირიანი ავეჯი, გავწმინდოთ იატაკი, მაგრამ ყურადღების მიღმა გვრჩება ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა ხალიჩების ქიმიური დამუშავება, ფარდების სპეციფიკური რეცხვა, კედლების წმენდა, ჭერის ძირფესვიანი ჩამოწმენდა სანათების და სხვა მრავალი დეტალის სკრუპულოზური წმენდა-დასუფთავება. ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე კვირაში ერთხელაც ვერ ვახერხებთ სახლის ე.წ გენერალურ დასუფთავებას.

 

დასუფთავების კომპანია გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად შეამსუბუქებენ და თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში იდეალურ სისუფთავეს შემოიტანენ:

 

გენერალური დასუფთავება, რომელიც მოიცავს სახლის/ოფისის დასუფთავების ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ასპექტს. რემონტის შემდგომ დასუფთავებას, ხალიჩების და რბილი ავეჯის ქიმიურ წმენდას, ფარდების რეცხვა დაუთოვებას, ბალიშების, საბნების, გადასაფარებლების რეცხვას სპეციალური წესების დაცვით.

 

error
ხრიკები, რომლებიც სამზარეულოს მოვლას გაგიმარტივებთ

 დასუფთავების კომპანია Mycleaner.ge აგრძელებს საჭირო რჩევების სერიას, რომლებიც თქვენი სახლის სისუფთავეში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ამჯერად ჩვენი არჩევანი სამზარეულოს ნივთების დასუფთავებაზე შევაჩერეთ. ღუმელი, მინის ჭურჭელი, მაცივარი და ხორცსაკები მანქანა-ეს ის ნივთებია, რომლებიც ძალიან სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ. და იმისათვის, რომ ეს პროცედურა დამღლელი და რუტინული არ გახდეს, გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც საქმეს საგრძნობლად გაგიიოლებთ:

 

  1. ეცადეთ, ღუმელს ნადები და ცხიმი არ ჩაუჯდეს - ამისათვის საჭიროა მარტივი რამ, ყოველი კერძის მომზადების შემდეგ (და თუ ეს დაგეზარებათ 2-3 კვირაში ერთხელ) სახლში მომზადებული სპეციალური ხსნარით გაწმინდოთ. ხსნარის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ ¼ ჭიქა მრაილი, ¾ ჭიქა სოდა და ¼ ჭიქა წყალი, შერეული მასა თანაბრად წაუსვით  მიმწვარ ადგილებს და გააჩერეთ 12 საათით (დაახლოებით 1 ღამის განმავლობაში) შემდეგ კი მოხეხეთ და მოწმინდეთ.

     
  2. იზრუნეთ მინის ჭურჭლის ბზინვარებაზე-თუ ჭურჭელმა ბზინვარება დაკარგა, ნუ იღელვებთ, Mycleaner.ge გაგიზიარებთ მინის ჭურჭლისთვის ლაქების მოშორების მარტივ ხერხს:  1 სუფრის კოვზი ძმარი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ მარილთან და ამ ნაზავით გაწმინდეთ ჭურჭელი, შემდეგ კი გაავლეთ. სულ ეს არის, ყველაფერი სიმარტივეშია! (თუ ეს ნაზავი არასაკმარისი იქნება, შეგიძლიათ, რაოდენობა შესაბისად გაზარდოთ). რაც შეეხება ბზინვარებას, ამისთვის დაგჭირდება ცოტაოდენი ძმარი და თბილი წყალი, შევურიოთ მარილი და ჭურჭელი მასში გავრეცხოთ; შედეგს კი საკუთარი თვალით ნახავთ!

     
  3. გააქრეთ მაცივრიდან გამოსული არასასიამოვო სუნი - ამ არცთუ ისე იშვიათ პრობლემას სამზარეულოში ყველა ვაწყედებით, თუმცა, მისი გაქრობა რთული ნამდვილად არ არის, ამისათვის დაგჭირდებათ სახლის პირობებში მომზადებული  სპეციალური მასა: აიღეთ 4 ს/კ სოდა, გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და სამზარეულოს ხელსახოცით კარგად გამოწმინდეთ მაცივარი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით გაწმინდეთ.   

     
  4. ხორცსაკები მანქანა საგულდაგულოდ გაწმინდეთ- ხორცსაკეპი მანქანა ყოველ ჯერზე, როცა მასში ხორცს გავატარებთ, ძალიან რთული გასარეცხია. როგორ ძალიანაც არ უნდა ვეცადოთ, ხორცის ნარჩენები შეიძლება, სადღაც მაინც დაგვრჩეს, რაც იმის მომასწავლებელია რო მ მასში უამრავი ბაქტერია და მიკროორგანიზმი დაგროვდება. იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, გირჩევთ, ხორცის შემდეგ გაატაროთ უმი კარტოფილი, რაც წვრილმან ნარჩენებს სრულად გამოდევნის მექანიზმიდან.

 

 

error
როგორ მოვუაროთ ღუმელს-რჩევები Mycleaner-სგან

დიასახლისები დაგვეთანხმებიან, რომ  ღუმელის მოვლა მომაბეზრებელი და დამღლელი პროცესია, ხშირად, მის წმენდაზე ფიქრი კერძების მომზადების სურვილსაც გვიქრობს. იმისათვის, რომ ეს მომაბეზრებელი და რუტინული პროცესი ცოტათი მაინც გავიადვილოთ და ცხიმის სიღრმეებში ჩაჯდომა ავიცილოთ თავიდან უნდა შევთანხმდეთ, რომ ღუმელის ყოველი მოხმარების შემდეგ, როცა ის ჯერ კიდევ გახურებულია სველი ღრუბლით უნდა მოვაშოროთ ნამწვი, კვირაში ერთხელ კი „გენერალური“ დასუფთავება ჩავუტაროთ. საკმაოდ ადვილია ქიმიური საშუალებებით ღუმელის კარების და კედლების დალბობა, მაგრამ რადგანაც, ღუმელის შემთხვევაში წვა/ცხობა ვაკუუმში მიმდინარეობს თავს ვიკავებთ ქიმიური საშუალებების გამოყენებისგან და ვცდილობთ, უფრო ბუნებრივი და ნაკლებტოქსიკური გზები ვიპოვოთ. 

 

• საცხობ ან უბრალოდ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, შევდოთ გაზქურაში და ვადუღოთ, წყლის აორთქლება ღუმელში არსებულ ნამწვს და ცხიმის ლაქებს დაალბობს და მის წმენდას გააიოლებს.

 

• მეტი ეფექტურობისთვის დალბობილ და გახურებულ ღუმელს სოდისა და ძმრის ფაფისებრი ნარევით და ღრუბლის მეშვეობით დავამუშავებთ, მოგეხსენებათ სოდა ცხიმის კარგი შემწოვია, მასთან ურთიერთქმედებაში შესული ძმარი კი ამ პროცესს მეტად ეფექტურს ხდის.

 

• ეცადეთ მშრალი სოდა არ იხმაროთ ღუმელის შუშის კარის წმენდის დროს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, მცირე ნაკაწრები გაჩნდეს.

 

• ლიმონის მჟავაც ეფექტურია ნადების მოსაშორებლად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც უმჯობესია ღუმელი დალბობილი და სველი იყოს.

 

• ასევე ამბობენ, რომ თუ ფორთოხლის კანს დავასხამთ ძმარს და ერთი კვირა გავაჩერებთ, ის ცხიმთანბრძოლის უნივერსალურ და ბუნებრივ საშუალებად გარდაიქმნება, მგონი, ცდად ღირს.


მოუარეთ თქვენს ღუმელს, მიჰყევით რჩევებს და დამერწმუნეთ ის თქვენი დახმარებით გასტრონომიულ საოცრებებს მოახდენ

error
რჩევები დიასახლისებს-როგორ დავიცვათ გაზქურა დაბინძურებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეფექტური საწმენდი საშუალება არსებობს, გაზქურის წმენდა არც ერთი დიასახლისისთვის სასიამოვნო საქმე არ არის. სადილის მომზადების შემდეგ, ან თუ რძე ჩავიდა, გაზქურა საშინელი სანახავია. მის გასასუფთავებლად ნამდვილი ქიმიური შეტევაა საჭირო. ენერგიის ხარჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამდენი ხეხვით ზედაპირიც ზიანდება. ქურის ხეხვას რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ის დაბინძურებისგან დავიცვათ. ეს საკმაოდ გამოცდილი ხერხია, რომელსაც დიასახლისები მრავალი წელია იყენებენ. ახალბედებმა კი შესაძლოა ამის შესახებ ჯერ არ იციან, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ მრავალნაცად ხერხს.

ეს ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ალუმინის ფოლგა, რომელსაც მოარგებთ გაქზურის ზედაპირს.

აიღეთ ზედაპირიდან რკინის სადგამი, საცეცხლე ხუფები და მთელ ზედაპირს ფოლგა გადააფარეთ. საცეცხლე ადგილები ამოჭერით და შემდეგ ყველა დეტალი თავის ადგილზე განათავსეთ. ეს ხერხი გამოგადგებათ ცხიმიანი და ბევრი შხეფის გამომწვები პროდუქტების მომზადებისას.

თქვენ დაზოგავთ დროს, ენერგიას, ბიუჯეტს და თავიდან აიცილებთ ქიმიური საწმენდი საშუალების გამოყენებას.

 

გაზქურის წმენდა დიასახლისებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა

მიუხედავად უამრავი საშუალებისა ძნელად თუ ვიღებთ იმ შედეგს რასაც ველოდებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ეფექტურ საშუალებას, რომელიც სწრაფად და მარტივად მოგიგვარებთ ამ პრობლემას:

1) თუ გსურთ გაზქურა სწრაფად და ხარისხიანად გაწმინდოთ გამოიყენეთ ვაშლის ძმარი

2) სოდა და წყალბადის ზეჟანგი

3) ლიმონი და მარილი

 

 

error
რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი?!

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. (მაგალითად-სამზარეულოს მაგიდის საწმენდი ნაჭერი, აბაზანის ხელსაწმენდი ტილო, ტელევიზორის პულტი და სხვ.) მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც. 

როგორც გამოთვლებმა აჩვენა, ერთ კუბურ სანტიმეტრზე მოდის 5x1010-ზე მეტი ბაქტერია.

ღრუბელზე მეცნიერებმა ნახეს ბაქტერია Moraxella osloensis, რომელიც დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში სერიოზულ ინფექციებს იწვევს. ღრუბელზე ამ ბაქტერიების ჩასახლება შეიძლება გამოვიცნოთ არასასიამოვნო სუნის საშუალებით.

სამზარეულოს 14 გამოყენებულ ღრუბელს ჩაუტარდა ბაქტერიებზე კვლევა და  ანალიზი. ღრუბლის თერმული დამუშავება-გამოხარშვა ან მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება მდგომარებას ვერ შველოდა. ამასთან, რაც უფრო ხშირად ცდილობს ადამიანი ღრუბლის დეზინფიცირებას, მით მეტი ბაქტერია რჩება მასზე.

ნუ მიიყვანთ ღრუბელს გაცვეთანმდე და "დნობამდე", გახსოვდეთ, რომ მასზე უამრავი ბაქტერია ბუდობს, ეცადეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი კვირაში ერთხელ მაინც შეცვალოთ!
 

ამასთან, ეცადეთ, რომ ჭურჭლის რეცხვის დროს რეზინის ხელთათმანი გამოიყენოთ, ამით თავიდან აიცილებთ ხელების გაუხეშებას და ალერგიულ რეაქციას.

 

error
რჩევები, რომლებიც სახლის სწრაფად და მარტივად დალაგებაში დაგეხმარებათ

 სახლი ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ. დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს მოწესრიგებულ სახლში ყოფნას და დასვენებას, თუმცა ხანდახან, ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი სახლში დაბუდებული უწესრიგობაა. შესაძლოა, მოუწესრიგებელ სახლს დროებით ყურადღება არ მიაქციოთ და დაივიწყოთ, რომ ყველა ოთახი დასალაგებელია, თუმცა ერთი კვირაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი კომფორტული საცხოვრებელი ქაოსურ ბუნაგად გადაიქცეს.  

 როგორც წესი, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა სახლის დალაგება დაგვზარებია, თუმცა ეს პროცესი არც ისეთი საშინელია, როგორიც წარმოგვიდგენია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ სახლის დალაგება არა დამღლელ რუტინად, არამედ სასიამოვნო პროცესადაც კი ვაქციოთ.  შ

მოდი, მივყვეთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც პროფესიონალი დიასახლისები გვიზიარებენ:

დიასახლისები ამბობენრ, რომ პირველი შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას ვუშვებთ, არის, სახლის ნაწილ-ნაწილ დალაგება. მაგალითად, შეცდომაა, როცა დასალაგებლად ვირჩევთ ჯერ ერთი ოთახის სრულად დალაგებას და შემდეგ სხვა ოთახებზე გადასვლას- ეს კი დიდი შეცდომაა, რადგან ამან შეიძლება, ნახევარი დღე დაგვაკარგინოს. ამიტომ, სჯობს ყველა ოთახი ერთდროულად დალაგდეს, ასე მეტ დროს დაზოგავთ.

 

 პირველი ნაბიჯი, რომელიც სახლის დალაგებისას უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ყველა ოთახიდან მოვაგროვოთ უადგილოთ მიმოყრილი ტანსაცმელი ან ნივთები.

 შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ზეწრების, ბალიშების, გადასაფარებლების გადმოფერთხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მტვრების გადაწმენდა. ავეჯი, ოთახის მცენარეები, კედლები (რომელიც შესაძლოა, აბლაბუდებით იყოს სავსე), კუთხეები. როდესაც მტვრის აღებას ერთ ოთახში დაასრულებთ, გადაინაცვლეთ დანარჩენ ოთახებში და იგივე პროცედურა იქაც გაიმეორეთ.  მას შემდეგ რაც მტვერს გამოწმენდთ, ავეჯიც გადმოფერთხეთ, შეცვალეთ ზეწრები და გადასაფარებლები, ბალიშის პირები, გადაწმინდეთ ავეჯის კიდეები. ამის შემდეგ შემდეგ შეგიძლიათ სარკეებს და ფანჯრებს მიხედოთ.

 

 რაც შეეხება სამზარეულოსა და აბაზანას, ჩვენი რჩევა იქნება, მათი დალაგებაც ერთდროულად დაიწყოთ. მოასხით საწმენდი ხსნარები ორივე ოთახში, გასარეცხი ჭურჭელი კი ცხელ, ქაფიან წყალში მოათავსეთ და გარეცხეთ. თუმცა, უკეთესი იქნება, თუკი ჭურჭლის რეცხვას ყოველდღიურობაშიც დაამკვირდრებთ, რადგან დაგროვებული ჭურჭელი ბაქტერიების გავრცელების ყველაზე დიდი წყაროა.  როდესაც წვრილმან საქმეებს დაასრულებთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ იატაკის მოწმენდას შეუდგეთ. ეს უნდა იყოს სახლის დალაგების ბოლო ეტაპი. გამოიყენეთ მტვერსასრუტი, შემდეგ კი სპეციალური ტილოებით მოაპრიალეთ იატაკი.  

 ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუ ამ საქმისთვის ყოველდღიურად გამოყოფთ მცირე დროს, თქვენ სახლში ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება. თქვენი სახლის სიმყუდროვე და სისუფთავე, ხომ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

error
Mycleaner გირჩევთ, როგორ მოუაროთ ოთახის ყვავილებს ზამთარში

ფსიქოლოგების თქმით, ყვავილები, იქნება ეს ოთახისა თუ ეზოს ყვავილი, გარდა იმისა, რომ თვალს ამშვიდებს და ირგვლივ ესთეტიკურ გარემოს ქმნის, ადამიანის ნერვული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა.

 როგორც  ვიცით, ყვავილების სიმრავლით წელიწადში ძირითადად 3 სეზონი - გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გამოირჩევა- რადგან ამ დროს გარდა ქოთნის ყვავილებისა, ადამიანს შეუძლია, მრავლად გააშენოს ეზოს ყვავილებიც. სამწუხაროდ, ზამთარში, იმ სიამოვნებას, რასაც ყვავილები იძლევა, მოკლებულები ვართ. თუმცა, გამოსავალი, ამ შემთხვევაშიც არსებობს, რადგან ოთახის მცენარეებიც არანაკლებ ახალისებს ადამიანის თვალს და მის გუნება-განწყობაზეც არანაკლებ დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ოთახის მცენარეებს კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვთ - ფოტოსინთეზი და ჰაერის გაფილტვრა/გაწმენდა.

 გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარი უკვე გვიახლოვდება, Mycleaner.ge მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში თქვენს ოთახის მცენარეებს:

 საქმე ის არის, რომ მცენარის თითოეულ სახეობას მისთვის დამახასიათებელი მოვლა-პატრონობა სჭირდება და ეს ყველამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს რიგი დეტალები, რომლებიც ყველა მცენარის მოვლისას გამოგვადგება.

 

  1. სწორი ადგილის შერჩევა -  თუ გვინდა, რომ ჩვენი მცენარეები ზამთარშიც იეალურად გამოიყურებოდნენ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ სად მივუჩენთ მას ადგილს მთელი ზამთრის განმავლობაში. სპეციალისტების რჩევით, ოთახი, სადაც მცენარეების განთავსებას ვაპირებთ, აუცილებლად ნათელი უნდა იყოს, რათა მცენარეებისთვის დღის სინათლე და მზის სხივები სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, თუმცა, ეცადეთ, მცენარე ისე განათავსოთ, რომ პირდაპირი მზის სხივები აარიდოთ მას. აუცილებელია ასევე კარგი ვენტილაცია, რათა ოთახის ხშირად განიავება შევძლოთ. გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ადგილის წყალობით, მცენარე მთლიანი ზამთრის განმავლობაში შეინარჩუნებს ტენიანობას, სიხასხასეს და რაც მთავარია, მისი ზრდა ისევე გაგრძელდება, როგორც ზაფხულის პირობებში.

 

  1.  მორწყვა - გადამეტებული მზრუნველობა ისევე ვნებს მცენარეებს, როგორც ადამიანებს ან ცხოველებს შეიძლება, ავნოს. საქმე ის არის, რომ ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს სწორად ისე, რომ ზედმეტი მზრუნველობით არ დავაზიანოთ. რაში შეიძლება, გამოიხატოს ზედმეტი მზრუნველობა?  ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა არასწორი მორწყვა -  მცენარეები შესაძლოა წყლის ნაკლებობბამ ან მისმა სიჭარბემ მთლიანად გაანადგუროს, რაც დამეთანხმებით, ძალიან ცუდია. სპეციალისტების რეკომენდაციით, ზედმეტი მორწყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და თითოეულ ყვავილსა თუ მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ისინი გვირჩევენ, რომ განლაგების დროს მცენარეები დავაჯგუფოთ იმის მიხედვით, თუ როგორ/რა ინტენსივობითა და რა რაოდენობის წყლით საჭიროებენ ისინი მორწყვას. ეს საქმეს ძალიან გაგვიმარტივებს და ჩვენს საყვარელ მცენარეებსაც ნაკლებ პრობლემას შევუქმნით.

 

 

  1. სწორად შერჩეული ქოთანი - მოგეხსენათ, ოთახის მცენარე ქოთნის გარეშე წარმოუდგენელია და შესაბამისად, სწორად შერჩეული ქოთანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ქოთანი? მთავარი,რაც უნდა გავითვალისწინოთ, ის არის, რომ იგი არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა. ბევრი მცენარის მოყვარული მცენარეს პლასტიკურ ქოთანში ტოვებს, რომელსაც ლამაზ ქოთანში ათავსებს, ასე მცენარის გადარგვა უფრო ადვილია. ასევე არსებობს ჭკვიანი ქოთნები, რომლებიც თავად არეგულირებენ მორწყვის პროცესს, ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტად მორწყვას ან პირიქით.

 

 

  1.  სისუფთავე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის სისუფთავეს. მაქსიმალურად ეცადეთ, მცენარეები რაც შეიძლება სუფთად გქონდეთ, მტვერი ფოთლებზე მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს. ზოგადად მცენარეებს ამ პრობლემას წვიმის წყალი უგვარებს, სახლის პირობებში კი გირჩევთ ფოთლები სველი სუფთა ჩვრით გაწმინდოთ ხოლმე, ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ დაახლოებით თვეში ერთხელ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, რომ თქვენს მცენარეს ჰქონდეს ხასხასა, პრიალა და ჯანმრთელი ფოთლები.

 დაბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან და მათ ისევე სჭირდებათ სწორი მოვლა, როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას. გაითვალისწინეთ Mycleaner.ge-ს რჩევები და მოუარეთ თქვენს ოთახის მცენარეებს სწორად!

error
რჩევები დიასახლისებისთვის-როგორ გავწმინდოთ გაზქურის სადგამი?!

ქალების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სამზარეულოა – სადაც ყველაზე „გემრიელად“ ვატარებთ დროს. ეს ადგილი განკუთვნილია , მეგობრებთან შეხვედრისთვის, ახალი და ცხელ-ცხელი იდეებისა და განტვირთვისათვის. სწორედ ამიტომ Mycleaner.ge გთავაზობთ საჭირო რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ სამზარეულოში სიმყუდროვის და კომფორტის შენარჩუნებაში, რაც პირდაპირ კავშირშია სისუფთავესთან.

 

როგორ გავწმინდოთ ფოლადის გაზქურის სადგამი:

 

გაზქურის რკინის სადგამის გაწმენდა უმტკივნეულოდ, შემდეგი წესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს:

1) დავალბოთ სადგამი წყალში გაზავებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში 12 საათის განმავლობაში, შემდგომ ამოვიღოთ და გავრეცხოთ.

2) სველი სოდა გავაჩეროთ სადგამზე 40 წუთით და შემდეგ ასევე, სველ სოდაში ამოვლებული ლითონის ბადით ან ჯაგრისით გავხეხოთ;

3) იმისათვის რომ სადგამმა სისუფთავე შეინარჩუნოს დიდ ხნის განმავლობაში გარეცხვის შემდგომ მას უნდა წავუსვათ შემდეგი ნაზავი:

კალცინირებული სოდა 6 წილი

სარეცხი ფხვნილი 1 წილი

თხელი საკანცელარიო წებო – 2 წილი

 

თუჯის სადგამის წმენდა:

 

თუჯის სადგამის წმენდისას აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:

 

საუკეთესო ვარიანტი სადგამის ცეცხლზე გამოწვა და შემდეგ მშრალი ნაჭრით მისი გაწმენდაა;

თუ გყავთ ავტომობილი, მისწრებაა გასაწმენდად გამოვიყენოთ მანქანის ძრავის საწმენდი საშუალებები;

ასევე გამოგადგებათ დალბობის და შემდგომი გახეხეხვის მეთოდიც;

მთელი ღამის განმავლობაში დავტოვოთ სოდიან და ძმრიან წყალში.

 

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაიმარტივეთ ცხოვრება, Mycleaner-თან ერთად.

 

error
როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში

ალბათ, გაგიგონიათ ახლობლების ჩივილი, რომ სახლში ნესტის სუნია, კარადიდან გამოღებულ ტანისამოსს სპეციფიკური, ობის სუნი ასდის, აბაზანის და ოთახის კედლები შავი ლაქებით იფარება და სამზარეულოში მარილი, შაქარი, სუნელები და მსგავსი ტიპის პროდუქტები მუდმივად უსველდება. ნესტი ობის სოკოს წარმოქმნას უწყობს ხელს, ისინი მრავლდებიან კედლებზე შავი სპორების სახით, მათ ვსუნთქავთ, ეს კი სახიფათოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

 

სახლში ნესტი ყველაზე ხშირად, რამდენიმე მიზეზის გამო ჩნდება. ესენია: არაბუნებრივი სამშენებლო მასალა, არასაკმარისი ვენტილაცია, საძირკვლის ცუდი ჰოდროიზოლაცია, გათბობის არაეფექტური სისტემები და სველ წერტილებში გამწოვი სისტემების არარსებობა.

 

ნესტისა და ობის სოკოს გაჩენის ადგილები, პირველ რიგში, სააბაზანო ოთახი, სამზარეულო და საპირფარეშო გახლავთ. ასევე მათთან საერთო კედლის მქონე ოთახები. ცხელი წყლის ნაკადი და საჭმლის მომზადების დროს გამოყოფილი ორთქლი ტენიანობის მომატებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

 

ობის სოკოს წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება ფუნგიციდები და ანტისეპტიკური საშუალებები. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს პრეპარატი ძლიერტოქსიკურია და მათი გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ამასთანავე, სოკოს განადგურებით პრობლემა არ მოგვარდება - თუ მისი გამომწვევი მიზეზი არ დადგინდება, რაღაც პერიოდის შემდეგ სოკოს სპორები ისევ გაჩნდება, ამიტომ ნესტთან ბრძოლისას აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შენობაში სინესტის დონის ნორმალიზება.

 

როგორ გავაკონტროლოთ სინესტის დონე?

 

გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ჰაერის გამომშრობი - ეს მოწყობილობა ადვილად აგვარებს ჭარბი ნესტის პრობლემას და ძალიან მარტივია გამოყენებისთვის. ის კომპაქტურია და ადვილად შეძლებთ, ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანოთ.

 

იზრუნეთ სავენტილაციო სისტემის გამართვაზე - მოსაზრება, რომ ვენტილაცია მხოლოდ არასასიამოვნო სუნის გასანიავებლად არის საჭირო, მცდარია. სავენტილაციო ხვრელების დახურვით, გაუქმებით ან ავეჯით დაფარვით სახლს ჭარბი ტენიანობისთვის ვწირავთ. კარგი იქნება, თუ სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში სინესტის სენსორებით აღჭურვილ გამწოვ ვენტილაციას დაამონტაჟებთ.

 

მოერიდეთ კარ-ფანჯრის ჰერმეტიზაციას - ჰერმეტულად დახურული კარისა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებამ შესაძლოა, ოთახში ჰაერის შემოდინებისა და გადინების პროცესი დაარღვიოს. ამ დროს სინესტის მაჩვენებელი იზრდება, რაც მშვენიერ გარემოს ქმნის ობისა და სოკოს წარმოქმნისთვის.

 

დაუშვებელია სარეცხის სახლში გაშრობა. გაიტანეთ სარეცხი აივანზე ან სადარბაზოში მოწყობილ სპეციალურ საშრობში.

 

გამოიყენეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირი - თუ კედლებზე თაბაშირის ფენის შეცვლას აპირებთ, აუცილებლად ჩამოფხიკეთ ძველი შპალერი და კარგად რომ გაშრება, კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირით გალესეთ. სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო საღებავი, რომელიც ნესტიან ამინდებში სინესტეს შთანთქავს და მშრალ ამინდებში გამოყოფს.

 

აუცილებლად გაანადგურეთ უკვე გაჩენილი ობის კვალი, საგულდაგულოდ ჩამოფხიკეთ ნადები და კედელი ნესტსაწინააღმდეგო საშუალებით დაფარეთ, მხოლდო ამის შემდეგ დაფარეთ კედელი შპალერით ან საღებავით.