info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
სარეცხი მანქანის მოვლა

სარეცხი მანქანის მოვლა

ისევე, როგორც ნებისმიერ ნივთს, სარეცხის მანქანასაც სჭირდება პერიოდული მოვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ნადების გაჩენა, მილების „გაქვიშვა“, ბაქტერიების ჩაბუდება და უსიამოვნო სუნის წარმოქმნა. ალბათ, ბევრ თქვენგანს გიგრძვნიათ მაქანის „ბარაბნიდან“ გამოსული ანდაც ტანისამოსზე არსებული უსიამოვნო სუნი. წესით, ამას სარეცხი საშუალების „უხარისხობას“  აბრალებენ, ყიდულობენ ახალ, განსხვავებულ საშუალებას, მაგრამ უსიამოვნო სუნს მაინც გრძნობენ, სწორედ ამ დროს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა არა „ფხვნილში“, არამედ მანქანაშია, სუნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ობის სოკოა, რომელიც ნესტში და სითბოში მრავლდება.

  • სცადეთ და თქვენი მანქანის „დოლურის“ რეზინს  ქაღალდის ხელსახოცი გამოუსვით, ის იქიდან შავ ნადებს გამოიტანს, ამიტომ საჭიროა რეზინის ხშირი წმენდა, უმჯობესია, თუ ყოველი გარეცხვის შემდეგ გამოწმენდთ რეზინს, ამითი თავიდან აიცილებთ ჭუჭყის და ფხვნილის ჩაბუდებას მის სიღრმეებში.
     
  • შეამოწმეთ ის მილი, რომლიდანაც მანქანას წყალი მიეწოდება, ფილტრის ადგილას ხშირად გროვდება ქვიშა, ამიტომ მისი წმენდაც აუცილებელია.
     
  • გაწმინდეთ, ასევე, გამავალი მილიც, იქ ხშირად გროვდება თმები, ტანისამოსის „ბუნტყლი“ და ქვიშა.
     
  • გამოიყენეთ დამოუკიდებლად მოქმედი სპეციალური საშუალებები, რომლებიც სარეცხი მანქანის საწმენდადაა განკუთვნილი. ჩაასხით ფხვნილის ჩასაყრელ „კაბინაში“ და მანქანა „გამოხარშვის“ პროგრამაზე ჩართეთ, ცხელი წყალი და საწმენდი საშუალება ეფექტურად ებრძვის, როგორც ბაქტერიებს, ასევე ნადებს და ობის სოკოსაც.
     
  • მსგავსი საშუალებების გამოყენების დროს აუცილებლად გეკეთოთ ხელთათმანი და პირბადე, ფანჯრის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გამოაღეთ და ისე გაწმინდეთ მანქანა. არ დასჯერდეთ ერთხელ გავლებას, იმისათვის რომ ეს ნივთიერება კარგად მოსცილდეს მას, აუცილებლად განმეორებითი გავლება მიუთითეთ, ასე თავიდან აიცილებთ ტანისამოსის და კანის დაზიანებას.
     
  • არსებობს მანქანის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც სარეცხ ფხვნილს ერევა და რეცხვასთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს შეიძლება პრევენციისთვის გამოგადგეთ, მაგრამ უკვე გაჩენილ პრობლემას არ აღმოგიფხვრით.
     
  • მანქანის მოსავლელად ლიმონის მჟავასაც იყენებენ (მიმართეთ იმავე მეთოდს, რომელსაც იყენებთ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას)
     
  • რეცხვის შემდეგ  მანქანის კარი ღია დატოვეთ და აუცილებლად შეამშრალეთ „ბარაბანი“ასე თქვენ სიმშრალეს შეინარჩუნებთ.  
3701
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? გაზაფხული, წვიმა და დალაქავებული ფანჯრები სახლის დალაგება - დასუფთავება-ნივთები, რომლებსაც ყოველდღიური რეცხვა სჭირდება მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში ეზოს მოვლა-დასუფთავება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძლება ოთახის სწრაფი, ხარისხიანი და უსაფრთხო დასუფთავების ოქროს წესები