info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა

თუ თქვენ ჰიგიენურ ნორმებს არ დაიცავთ, თქვენი ლოგინი მიკრობების, მტვრის და პარაზიტების ბუდედ გადაიქცევა. თქვენი საბნის, ბალიშების და ლეიბის ბოჭკოებში მტვრის ნაწილაკები და სხვადასხვა სახის პათოგენური მიკრობები კარგად ბუდობენ, ის მათთვის ხელსაყრელი ადგილია, ჩვენ ამ ყველაფერს ვსუნთქავთ და ვეხებით, ეს კი ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, ამ დროს თავს იჩენს დერმატო-ალერგიული და  სუნთქვის პრობლემები.  ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საბნების, ბალიშების და ლეიბების სწორად რეცხვა და ხშირი განიავებაა საჭირო.

 

ბალიშები, საბნები და პლედები ყოველ წელს უნდა გაიწმინდოს.

მტვერსასრუტით წმენდისას მტვრის ტკიპები და მათი ექსკრემენტები არ ნადგურდება. ამისთვის გაცილებით ეფექტური მზის სხივები და ტემპერატურების ცვალებადობაა. მზის სხივების ზემოქმედებით პარაზიტების სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, თუმცა ცოცხლები რჩებიან. 40-გრადუსიან ტემპერატურაზე მტვრის ტკიპები 2 დღის განმავლობაში იღუპებიან, ყინვაში კი ოდნავ უფრო სწრაფად. ეს ეხება როგორც სინთეტიკურ, ისე ბუნებრივი შემადგენლობის ბალიშებსა და ლეიბებს. ამიტომ, არ დაიზაროთ და ზამთრის სუსხიან დღეებში თქვენი საბნები და ლეიბები აივანზე გაიტანეთ და საბერტყი ჯოხის დახმარებით მტვერი მოაცილეთ. კარგი იქნება, თუ დაბერტყვის წინ ლეიბს სველ ტილოს გადააფენთ. ასე მტვრის ნაწილაკებს მთლიანად სველი ტილო „შეიწოვს“.

 

ბამბის საბნების, ბალიშების  და ლეიბების რეცხვა

ბამბა წყალთან შეხებისა და გაშრობის შემდეგ მრგვალდება და პირვანდელ ფორმას ვეღარ იბრუნებს. სახლის პირობებში რთულია მათი რეცხვა, არა და ის მზრუნველობას და მოვლას მოითხოვს. ამიტომ გირჩევთ, დაიხმაროთ სპეციალისტები ისინი შესაფერის ტემპერატურისა და სპეციალური ორთქლის საწმენდების დახმარებით მარტივად და დაუზიანებლად დაასუფთავებენ თქვენს ტექსტილს.

გახსოვდეთ, რომ ბამბის საბნებსა და ლეიბებში ჩაბუდებული პარაზიტების გასანადგურებლად ეფექტურად გამოიყენება ორთქლის გამოშვების რეჟიმის მქონე უთოები.

 

ბალიშების გამზეურება და რეცხვა

მათი გამზეურება შესაძლებელია მზეშიც და ჩრდილშიც. პერიოდულად საბერტყელათი დაბერტყეთ და ბალიშის პირზე გამოჩენილი მტვრის ნაწილაკები რბილი ჯაგრისით მოაცილეთ. მათს გარეცხვას რაც შეეხება, კვლავ პროფესიონალების დახმარებას გირჩევთ, განსაკუთრებით ბუნებრივი ხარისხის, ბუმბულის ბალიშების რეცხვა რთულია, ისინი უნდა დაიშალოს, სპეციალურ სარეცხ ტომსიკაში მოთავსდეს და ისე გაირეცხოს სარეცხ მანქანაში, ტემპერატურისა და რეჟიმის დაცვით.

 

ლეიბების წმენდა

მტვერსასრუტის პერიოდულად გამოყენების შემთხვევაში ლეიბებში მტვრის დაგროვებას შეუშლით ხელს.მტვერსასრუტით დამუშავების შემდეგ ლეიბები ორივე მხრიდან გაწმინდეთ დასველებული და კარგად გაწურული ნაჭრით. არ დაგავიწყდეთ ლოგინის კარკასის საგულდაგულოდ გაწმენდაც. ლეიბის მზეზე გატანა და განიავება საჭიროა, სულ მცირე, თვეში ერთხელ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ მათი პროფესიონალური წმენდა აუცილებელია, ამითი თავიდან აიცილებთ მიკრობების და პარაზიტების ჩაბუდებას!

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ლეიბზე არასასურველ ლაქას აღმოვაჩენთ

ამ შემთხვევაში ყველაზე ადვილია ლეიბის პირის შეცვლა. ზოგადად, ლეიბის პირის რეცხვა გაცილებით ადვილია, ვიდრე მთელი ლეიბის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ, ლეიბზე აღმოჩენილი ლაქა სწრაფად და მარტივად მოაშოროთ: პროპორციით 1:1:1 მოამზადეთ მარილის, სახამებლისა და წყალბადის ზეჟანგის (პერეკისი) პასტა.

 

13375
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში