info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი?!

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. (მაგალითად-სამზარეულოს მაგიდის საწმენდი ნაჭერი, აბაზანის ხელსაწმენდი ტილო, ტელევიზორის პულტი და სხვ.) მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც. 

როგორც გამოთვლებმა აჩვენა, ერთ კუბურ სანტიმეტრზე მოდის 5x1010-ზე მეტი ბაქტერია.

ღრუბელზე მეცნიერებმა ნახეს ბაქტერია Moraxella osloensis, რომელიც დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში სერიოზულ ინფექციებს იწვევს. ღრუბელზე ამ ბაქტერიების ჩასახლება შეიძლება გამოვიცნოთ არასასიამოვნო სუნის საშუალებით.

სამზარეულოს 14 გამოყენებულ ღრუბელს ჩაუტარდა ბაქტერიებზე კვლევა და  ანალიზი. ღრუბლის თერმული დამუშავება-გამოხარშვა ან მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება მდგომარებას ვერ შველოდა. ამასთან, რაც უფრო ხშირად ცდილობს ადამიანი ღრუბლის დეზინფიცირებას, მით მეტი ბაქტერია რჩება მასზე.

ნუ მიიყვანთ ღრუბელს გაცვეთანმდე და "დნობამდე", გახსოვდეთ, რომ მასზე უამრავი ბაქტერია ბუდობს, ეცადეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი კვირაში ერთხელ მაინც შეცვალოთ!
 

ამასთან, ეცადეთ, რომ ჭურჭლის რეცხვის დროს რეზინის ხელთათმანი გამოიყენოთ, ამით თავიდან აიცილებთ ხელების გაუხეშებას და ალერგიულ რეაქციას.

 

823
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? გაზაფხული, წვიმა და დალაქავებული ფანჯრები სარეცხი მანქანის მოვლა სახლის დალაგება - დასუფთავება-ნივთები, რომლებსაც ყოველდღიური რეცხვა სჭირდება მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში ეზოს მოვლა-დასუფთავება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძლება