info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
Mycleaner გირჩევთ, როგორ მოუაროთ ოთახის ყვავილებს ზამთარში

ფსიქოლოგების თქმით, ყვავილები, იქნება ეს ოთახისა თუ ეზოს ყვავილი, გარდა იმისა, რომ თვალს ამშვიდებს და ირგვლივ ესთეტიკურ გარემოს ქმნის, ადამიანის ნერვული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა.

 როგორც  ვიცით, ყვავილების სიმრავლით წელიწადში ძირითადად 3 სეზონი - გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გამოირჩევა- რადგან ამ დროს გარდა ქოთნის ყვავილებისა, ადამიანს შეუძლია, მრავლად გააშენოს ეზოს ყვავილებიც. სამწუხაროდ, ზამთარში, იმ სიამოვნებას, რასაც ყვავილები იძლევა, მოკლებულები ვართ. თუმცა, გამოსავალი, ამ შემთხვევაშიც არსებობს, რადგან ოთახის მცენარეებიც არანაკლებ ახალისებს ადამიანის თვალს და მის გუნება-განწყობაზეც არანაკლებ დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ოთახის მცენარეებს კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვთ - ფოტოსინთეზი და ჰაერის გაფილტვრა/გაწმენდა.

 გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარი უკვე გვიახლოვდება, Mycleaner.ge მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში თქვენს ოთახის მცენარეებს:

 საქმე ის არის, რომ მცენარის თითოეულ სახეობას მისთვის დამახასიათებელი მოვლა-პატრონობა სჭირდება და ეს ყველამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს რიგი დეტალები, რომლებიც ყველა მცენარის მოვლისას გამოგვადგება.

 

  1. სწორი ადგილის შერჩევა -  თუ გვინდა, რომ ჩვენი მცენარეები ზამთარშიც იეალურად გამოიყურებოდნენ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ სად მივუჩენთ მას ადგილს მთელი ზამთრის განმავლობაში. სპეციალისტების რჩევით, ოთახი, სადაც მცენარეების განთავსებას ვაპირებთ, აუცილებლად ნათელი უნდა იყოს, რათა მცენარეებისთვის დღის სინათლე და მზის სხივები სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, თუმცა, ეცადეთ, მცენარე ისე განათავსოთ, რომ პირდაპირი მზის სხივები აარიდოთ მას. აუცილებელია ასევე კარგი ვენტილაცია, რათა ოთახის ხშირად განიავება შევძლოთ. გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ადგილის წყალობით, მცენარე მთლიანი ზამთრის განმავლობაში შეინარჩუნებს ტენიანობას, სიხასხასეს და რაც მთავარია, მისი ზრდა ისევე გაგრძელდება, როგორც ზაფხულის პირობებში.

 

  1.  მორწყვა - გადამეტებული მზრუნველობა ისევე ვნებს მცენარეებს, როგორც ადამიანებს ან ცხოველებს შეიძლება, ავნოს. საქმე ის არის, რომ ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს სწორად ისე, რომ ზედმეტი მზრუნველობით არ დავაზიანოთ. რაში შეიძლება, გამოიხატოს ზედმეტი მზრუნველობა?  ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა არასწორი მორწყვა -  მცენარეები შესაძლოა წყლის ნაკლებობბამ ან მისმა სიჭარბემ მთლიანად გაანადგუროს, რაც დამეთანხმებით, ძალიან ცუდია. სპეციალისტების რეკომენდაციით, ზედმეტი მორწყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და თითოეულ ყვავილსა თუ მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ისინი გვირჩევენ, რომ განლაგების დროს მცენარეები დავაჯგუფოთ იმის მიხედვით, თუ როგორ/რა ინტენსივობითა და რა რაოდენობის წყლით საჭიროებენ ისინი მორწყვას. ეს საქმეს ძალიან გაგვიმარტივებს და ჩვენს საყვარელ მცენარეებსაც ნაკლებ პრობლემას შევუქმნით.

 

 

  1. სწორად შერჩეული ქოთანი - მოგეხსენათ, ოთახის მცენარე ქოთნის გარეშე წარმოუდგენელია და შესაბამისად, სწორად შერჩეული ქოთანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ქოთანი? მთავარი,რაც უნდა გავითვალისწინოთ, ის არის, რომ იგი არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა. ბევრი მცენარის მოყვარული მცენარეს პლასტიკურ ქოთანში ტოვებს, რომელსაც ლამაზ ქოთანში ათავსებს, ასე მცენარის გადარგვა უფრო ადვილია. ასევე არსებობს ჭკვიანი ქოთნები, რომლებიც თავად არეგულირებენ მორწყვის პროცესს, ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტად მორწყვას ან პირიქით.

 

 

  1.  სისუფთავე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის სისუფთავეს. მაქსიმალურად ეცადეთ, მცენარეები რაც შეიძლება სუფთად გქონდეთ, მტვერი ფოთლებზე მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს. ზოგადად მცენარეებს ამ პრობლემას წვიმის წყალი უგვარებს, სახლის პირობებში კი გირჩევთ ფოთლები სველი სუფთა ჩვრით გაწმინდოთ ხოლმე, ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ დაახლოებით თვეში ერთხელ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, რომ თქვენს მცენარეს ჰქონდეს ხასხასა, პრიალა და ჯანმრთელი ფოთლები.

 დაბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან და მათ ისევე სჭირდებათ სწორი მოვლა, როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას. გაითვალისწინეთ Mycleaner.ge-ს რჩევები და მოუარეთ თქვენს ოთახის მცენარეებს სწორად!

6958
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?