info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
სუფთა სამზარეულო - რჩევები Mycleaner.ge-სგან!

დაასუფთავო სამზარეულო იდეალურად - ეს ხომ ძალიან რთულ ამოცანად ჩანს? თუმცა არა, Mycleaner.ge-ს პროფესიონალ დიასახლისებს თუ დავუჯერებთ, ეს არც ისე რთული საქმეა.

 მაშ ასე, მოდი, დავარღვიოთ ყოველდღიურობაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპები და საქმეს შევუდგეთ!

  ჩართეთ მუსიკა, გამოაღეთ ფანჯარა (რომელიც უმჯობესია, რომ სამზარეულოს ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში ღია გვექნება, ამით თავიდან ავიცილებთ ათასნაირი სუნის ჩაბუდებას და გავრცელებას სახლის სხვადასხვა წერტილში) და დაიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა!

 პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ობობის ქსელებისა და მტვრის გადმოწმენდა ავეჯის ზედაპირიდან, რათა არსებული მტვერი დასუფთავების პირველ ეტაპზევე გააქროთ სამზარეულოდან.

 შემდეგი ეტაპი არის გაზქურის გაწმენდა - რადგან ეს სამზარულოს დასუფთავებისას ყველაზე რთული პროცესია.

  1. მოხსენით გაზქურას სანათურები და თბილ წყალში, ჩვეულებრივი საპნითა და ღრუბლით გარეცხეთ. (შესაძლოა, სანათურების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც  მიანდოთ.
  2. შემდეგი ჯერზე თქვენ უკვე რკინის სადგამის გარეცხვა მოგიწევთ. გაზქურის რკინის სადგამის დაუზიანებლად და მარტივად გასაწმენდათ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ:
  • დაალბეთ სადგამი წყალში გაზავებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდგომ ამოიღეთ და გარეცხეთ.
  • სველ სადგამს წაუსვით სოდა, გააჩერეთ 40 წუთით და შემდეგ ასევე სველ სოდაში ამოვლებული ლითონის ბადით ან ჯაგრისით გახეხეთ.
  • იმისთვის, რომ სადგამმა სისუფთავე შეინარჩუნოს, დიდი ხნის განმავლობაში, გარეცხვის შემდგომ წაუსვით შემდეგი ნაზავი: კალცინირებული სოდა 6 ს/კ, სარეცხი ფხვნილი 1 ს/კ და თხელი საკანცელარიო წებო.

 რაც შეეხება გაზქურის ღუმელის გაწმენდას; მოგეხსენებათ ღუმელი ხშირ წმენდას საჭიროებს,   რადგანაც წვა ვაკუუმში მიმდინარეობს, არ გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები, ამიტომ შეარჩიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, თუნდაც ჯამი ან ნამცხვრის საცხობი ფორმა, ჩაასხით მასში 3:1:1 წყალი, ძმარი და ლიმონის წვენი, შედგით ღუმელში და გაახურეთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე. ასე გააჩერეთ 20 წუთი. მიმწვარი ადგილები კარგად დალბება და მისი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება. ამ წყალშივე მოათავსეთ გამწოვის ბადეები და შემდეგ, სოდის დახმარებით, ადვილად გააცლით ცხიმს და ნამწვს. რაც შეეხება გამწოვის ზედაპირს, მის გასაწმენდად იგივე ნივთიერება გამოიყენეთ, რითიც გაზქურას და ნიჟარას უვლით.

 

შემდეგი გახლავთ მაცივრის გამოწმენდა, რომელსაც არც თუ დიდი ძალისხმევა დასჭირდება. სპეციალური საწმენდი საშუალებით დასველებული ტილოთი გამოწმენდა და შემდეგ მისი გამომშრალება. მაცივრის გამოწმენდა ამდვილად მარტივი საკითხია და თქვენგანაც დიდ გარჩას არ ითხოვს.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, კარადებში ჭურჭლის შელაგებაზე გადახვიდეთ. ეცადეთ ესთეტიკურად განალაგოთ ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი, კოვზები, ქვაბები, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ, რადგან ქაოტური მდგომარეობა კარადაში ჩვენს ფსიქიკაზე ცუდად აისახება.  

საბოლოო ეტაპი იატაკის მოწმენდაა. როდესაც ჩამოყრილ მტვერს ავიღებთ მტვერსასრუტის ან ცოცხის მეშვეობით გადავიდეთ გაწმენდაზე. სამარეულოში მეტლახის, ლინოლიუმის, ან მარმარილოს იატაკის არსებობის შემთხვევაში, საწმენდ ტილოზე მოვასხათ ცოტა ქიმიური საშუალება და დავიწყოთ გაწმენდა, ეს კარგად მოაშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ცხიმს, ამის შემდეგ კარგად გარეცხილი ტილოთი გამოვწმინდოთ და ბოლომდე მოვაშოროთ საწმენდი საშუალებების კვალი. თუ სამზარეულოში ხის ან ლამინირებული პარკეტი გაქვთ, პარკეტის საწმენდი საშუალება გამოიყენეთ და არა გაზქურისთვის ან ნიჟარისთვის განკუთვნილი, ეს თავიდან აგარიდებთ იატაკის დაზიანებას.

 

3323
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?