info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
კბილის პასტის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი

თუ ჩვენი კომპანიის ბლოგს ადევნებთ თვალყურს გეცოდინებათ, რომ გვაქვს საინტერესო რუბრიკა, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებების განსხვავებულ ამპლუაში გამოყენების შესაძლებლობებზე გიამბობთ, ამჟამად ჩვენი ინტერესის საგანი არც მეტი, არც ნაკლები კბილის პასტა გახდა, მოდი, ერთად ვნახოთ კიდევ რა დანიშნულებით შეიძლება კბილის პასტის გამოყენება, იმის გარდა, რომ მას პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისათვის ვიყენებთ.

 

საიუველირო ნაწარმის გაწმენდა- თუ თქვენი ვერცხლის სამკაულები ძველებურად აღარ ბრწყინავენ და მათ სიშავე შეეპარათ, პირვანდელი იერის დაბრუნებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ, დაიტანეთ პასტა ნაკეთობაზე და ჯაგრისის რბილი მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან გაწმინდეთ, შემდეგ წყლის მეშვეობით მოაშორეთ პასტის კვალი.

 

ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა- კბილის პასტას ლაქების ამოყვანაც შეუძლია, წაუსვით დალაქავებულ ადგილას კბილის პასტა, თითის წრიული მოძრაობით, ცოტა ხნით გააჩეეთ, შემდეგ კი ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ფეხსაცმლის წმენდა- თეთრი ფეხსაცმლის წმენდა ყველასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ერთხელ ჩაცმაც კი აშავებს და მასზე არაესთეტიკურ კვალს ტოვებს, წაუსვით დასვრილ ადგილს კბილის პასტა, დაამუშავეთ ჯაგრისით, შემდეგ კი გაწმინდეთ.

 

საშხაპე კაბინის წმენდა- როგორც მოგეხსენებათ კაბინის კედლები წყლის წვეთების ლაქებს მალე იკიდებს, წაუსვით რბილ ღრუბელს კბილის პასტა და მოწმინდეთ საშხაპის კედლები, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

 

სხვადასხვა ტიპის სუნის მოცილება ხელიდან- ნივრის, ხახვის, თევზის და სხვა სპეციფიკური მძაფრი სუნის მოცილებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ.

 

უთოს ზედაპირის წმენდა/ნაკაწრების მოშორება- კბილის პასტა დაიტანეთ ხელსახოცზე და ნაზად მოუსვით უთოს ზედაპირს, შემდეგ საგულდაგულოდ მოაშორეთ პასტის კვალი.

 

ნიჟარის და აბაზანის გაპრიალება-კბილის პასტა ნიჟარისა და აბაზანის წმენდაში დაგეხმარებათ. ის მათ ბზინვარებას შესძენს.

 

სარკის წმენდა- კბილის პასტა კარგად აპრიალებს სარკეს და მინის ზედაპირს. თხლად დაიტანეთ რბილ ქსოვილზე პასტა და გაწმინდეთ სარკე/მინა, შემდეგ საგულდაგულოდ მოაცილეთ კვალი.

 

 

 

4658
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი