info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
როგორ უნდა გარეცხოთ სწორად ხილი და ბოსტნეული

სამეცნიერო ჟურნალში The Journal of Agricultural and Food Chemistry გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წერია, რომ ხილის და ბოსტნეულის მხოლოდ წყალში გარეცხვა საკმარისი არ არის და რომ პესტიციდების მოსაშორებლად გაცილებით ეფექტიანია 12-15 წუთით ხილის და ბოსტნეულის საჭმლის სოდით გაზავებულ წყალში გაჩერება.

 

აღმოჩნდა, რომ ასეთი რჩევისთვის კვლევა დასაბუთებული არ არის: მასში შესწავლილია მხოლოდ ორი პესტიციდი, სინამდვილეში პრაქტიკაში გაცილებით მეტ პესტიციდს იყენებენ; კვლევაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პესტიციდების რაოდენობა, რაც ჩვეულებრივი გარეცხვის შემდეგ რჩება, ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაშინ როცა დოზა ასეთ დროს მნიშვნელოვანია; პესტიციდების ნაწილი მაინც აღწევს ხილის და ბოსტნეულის შიგთავსში და მათი გარეცხვა შეუძლებელია; კვლევა ეხება მხოლოდ ვაშლს.

 

მაგრამ ამ ფონზე იმის თქმა, რომ სჯობს ორგანული (ბიო) პროდუქტების ყიდვა, არასწორია, რადგან სადავოა ის, რომ ისინი ჩვეულებრივ პროდუქტზე უკეთესია. ჯერ ერთი, ბიოპროდუქტები ზოგჯერ ჩვეულებრივ პესტიციდებს შეიცავს, რომლებიც, როგორც ჩანს ქარს მოაქვს ან გრუნტის წყლებს მოყვება. მეტიც, როდესაც ასეთ ხილს და ბოსტნეულს ზრდიან, პესტიციდებს იყენებენ, უბრალოდ "ნატურალურს" ანუ არასინთეზირებულს ადამიანის მიერ. თუმცა ვერავინ ამტკიცებს რომ ისინი ყოველთვისუფრო უსაფრთხოა.

 

მეორეც, სპეციალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს ბიოპროდუქტები განსაკუთრებით მდიდარია რაიმე სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ ასეც რომ იყოს, არ არის ბოლომდე ცხადი, რამდენად ძლიერი გავლენა აქვს მას ჯანრთელობაზე. ანუ ორგანული პროდუქტების ყიდვა-არყიდვა თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია, თუმცა ექიმების რეკომენდაცია, რომ ისინი ჩვეულებრივ პროდუქტზე ნაკლებად მავნეა ან კარგი გავლენა აქვს, არ არსებობს.

 

რაც შეეხება ხილის და ბოსტნეულის სწორად გარეცხვას, ამერიკის საკვებ პროდუქტსა და წამლებზე კონტროლის ფედერალური სააგანეტოს (FDA) რჩევაა, ისინი გამდინარე წყალში საჭმლის მომზადებამდე ან გამოყენებამდე გარეცხოთ. თუ ზედაპირი მკვრივია, შეიძლება ჯაგრისის გამოყენება ან უბრალოდ კარგად გახეხვა. ეს ყველაფერი საჭიროა არამხოლოდ იმიტომ, რომ პესტიციდები პოტენციურად საშიშია, არამედ ბაქტერიების და ვირუსების მოსაშორებლად, რომელთაგან ზიანი გაცილებით ცხადია, ვიდრე პესტიციდებისაგან. FDA საწმენდი გელის და ქაფების გამოყენების წინააღმდეგია; ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური სარეცხი საშუალებების გამოყენებას ბოსტნეულის და ხილის რეცხვისთვის პირდაპირ კრძალავს.

 

პროდუქტის გათლასაც თუ აპირებთ, ის მაინც უნდა გარეცხოთ, რომ ჭუჭყიანი ზედაპირიდან ბაქტერიები არ მოხვდეს იმ ნაწილზე, რომლის ჭამასაც აპირებთ. გარეცხვის შემდეგ ბოსტნეული და ხილი ყოველთვის გაამშრალეთ სუფთა საფენით, რადგან ნოტიო ზედაპირი ბაქტერიებისთვის კომფორტულია.

imedi

3819
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?