info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
რა არ უნდა მივირთვათ საუზმეზე

საუზმე ჩვენი დღის რაციონის ერთ-ერთი აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. საუზმე უნდა იყოს მსუბუქი და ჯანსაღი. ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დილა უნაყროდ არ  დავიწყოთ, მით უმეტეს, თუ სახლიდან გვიწევს გასვლა. მშიერ ორგანიზმს ვირუსები და ბაქტერიები ადვილად უმკლავდებიან. მშიერ ადამიანს საქმეზე კონცენტრაციაც უჭირს, ასე რომ ეცადეთ არ გამოტოვოთ საუზმე და თქვენი რაციონი გაამდიდრეთ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი პროდუქტით.

 

ზოგი პროდუქტის მიღება უზმოზე არარეკომენდებულია, ზოგი მათგანი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, ზოგი მჟავა-ტუტოვან წონასწორობას არღვევს, ზოგი კი ხელს უწყობს ისეთი დაავადებების აღმოცენებას, როგორებიცაა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და შაქრიანი დიაბეტი.

 

რაც შეეხება პროდუქტებს, რომელთა მირთმევაც საუზმეზე არ არის მიზანშეწონილი:

 

ბანანი - იმიტომ მოხვდა აკრძალული პროდუქტების სიაში, რომ მდიდარია მაგნიუმით, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს გავლენას. უზმოზე ბანანის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა კალციუმ-მაგნიუმის ბალანსი დაარღვიოს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

 

ციტრუსები - უზმოზე არ შეიძლება ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინის ჭამა ასევე მოერიდეთ ფეიხოასაც. მოგეხსენებათ ციტრუსები ალერგიულ რეაქციებს იწვევს, რიგ ადამიანებში.  მათი მჟავიანობა კი გასტრიტის განვითარებას უწყობს ხელს.

 

უმი ბოსტნეული - უხვად შეიცავს მჟავებს, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, შესაბამისად, საუზმედ მირთმეულმა პომიდორმა, ჭარხალმა ან კომბოსტომ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას იმ პირებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

 

შოკოლადი- არ გირჩევთ შოკოლადის მირთმევას უზმოზე. ტკბილი წვენი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ავითარებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს.

3708
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?