info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
რა სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

ჩვენი შვილების ჯანმრთელობა გარემო პირობებზეა დამოკიდებული. ეს არის სახლი და მასში არსებული მიკროფლორა, რაიონი, რომელშიც ვცხოვრობთ, ეზო, რომელშიც ჩვენს შვილებს უწევთ თამაში, ჰაერი, რომელსაც ჩვენი შვილები სუნთქავენ, საკვები, რომელსაც მიირთმევენ, სამედიცინო პრეპარატები, რომლებსაც მოიხმარენ და სხვ.

 

ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ჰიგიენური ნორმების დაცვაა, პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს ბავშვი იმ შაბლონურ ნორმებს, როგორებიცაა, პირის ღრუს ჰიგიენა, ხელების ხშირი ბანვა, ძილის წინ აბაზანის მიღება, სუფთა თეთრეულის ტარება და სხვ. ამ ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვცდილობთ ბავშვებიც მივაჩვიოთ დამოუკიდებლად მოქმედებას.

 

როდესაც ბავშვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაკი მოსდის ის ახალ გარემოს ახალ ადამიანებს და ახალ ნორმებს ეგუება. ხშირად, ბავშვისთვის რთულია ახალ სამყაროსთან ადაპტაცია, ეს გამოიხატება, როგორც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეცვლით, ასევე, იმუნური სისტემის დაქვეითებითაც.

 

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ბაგა-ბაღებში მიყვანის შემდეგ თქვენი შვილი უფრო ხშირად ავადობს, „მოაქვს“ ახალ-ახალი ვირუსული ინფექციები, უჩნდება ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, მაგალითად, როგორებიცაა, რინიტი(სურდო),  ტონზილიტი(ყელის), ლარინგიტი(ხორხის). ასევე, ხშირია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებიც-ბრონქიტი(ბრონქების ანთება)  და პნევმონია(ფილტვეის ანთება). რა არის ამისი მიზეზი? ზოგადად, რესპირატორული დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და როდესაც, ერთ ჯგუფში ბევრი პატარა ბავშვია თავმოყრილი ძალიან ადვილად ხდება ერთი ბავშვიდან მეორე ბავშვზე ინფექციის გავრცელება. (გრიპის საწყისი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, მშობელმა შვილი  არ უნდა მიიყვანოს ბაღში, ამით საფრთხეს უქმნის სხვა ბავშვებსაც)

 

სანამ ბავშვი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ხშირად მსმენია მშობლებისგან - „ერთი დღე მივიყვან ბაღში, ავად გახდება და შემდეგ, 1 კვირა სახლში მყავს“, ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ვირუსებთან „ბრძოლა“ რაღაც დოზით, მაინც, შესაძლებელია. ამისი პრევენცია საბავშვო ბაღმა და ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ერთობლივი ძალებით უნდა მოახდინონ.

 

ჩვენი პოზიცია ასეთია:

 

-ოთახი, სადაც აღსაზრდელები იმყოფებიან მუდმივად უნდა ნიავდებოდეს, მაგრამ უნდა გაკონტროლდეს ე.წ „ორპირი“ ქარის შემთხვევა, რათა არ მოხდეს ბავშვების გაციება.

 

-კვირაში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს ოთახის და სათამაშოების დეზინფექცია, სპეციალური ხსნარებით, სპეციალური კომპანიის მიერ.

 

-სათამაშოები, უნდა იყოს ნატურალური და ჯანმრთელი, უნდა დაინერგოს ხის სათამაშოების მასობრივად შემოღების პრაქტიკა.

 

-ყოველდღიურად, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება სათამაშოები (რბილის გარდა) უნდა ირეცხებოდეს თბილ წყალში და ჰაერზე შრებოდეს.

 

-ყოველ დილით და ყოველ საღამოს იატაკები სველი წესით უნდა იწმინდებოდეს, რა თქმა უნდა დაუშვებელია ქიმიური ნივთიერებების გამოყენება(მოგეხსენებათ ბავშვები ძირს თამაშობენ და შემდეგ ხელებს პირში იდებენ)

 

-მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ ბავშვებს სუფთაძირიანი ოთახის ფეხსაცმელები ეცვათ.  პედაგოგები, აუცილებლად ბახილებით უნდა დადიოდნენ, ასევე დაუშვებელია მშობლის ჯგუფში შესვლა ბახილების გარეშე.

 

-ყოველ დილით საბავშვო ბაღის ექიმის მიერ ოთახში შესვლამდე მშობლის თვალწინ უნდა მოწმდებოდეს ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რომელ ბავშვსაც ექნება გამოხატული გრიპის ან სხვა ვირუსული თუ ინფექციური დაავადების ნიშნები, არ უნდა იქნეს დაშვებული  სასწავლო პროცესზე.

 

-ექიმი ყოველდღიურად უნდა ამოწმებდეს ბავშვის თმებს, თუ ბავშვს აღმოაჩნდა პარაზიტი(ტილი) აუცილებლად უნდა იქნეს მშობელი გაფრთხილებული. მოგეხსენებათ პარაზიტები უშუალო კონტაქტით გადადიან. ამის პრევენცია მალევე უნდა მოხდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული „ეპიდემიური“ სურათი.

 

-აღმზრდელებმა და პედაგოგმა უნდა უზრუნველყონ ბავშვებისთვის ხელების ხშირი ბანვა.  წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი. რა თქმა უნდა ხელის შემშრალება ერთჯერადი ხელსახოცით უნდა ხდებოდეს. საპონი, რომლითაც ბავშვები ხელებს იბანენ არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს და მავნე ნივთიერებებს, ის, აუცილებლად უნდა იყოს თხევადი და სპეციალურ  სენსორულ აპარატში ისხმებოდეს.

 

-საპირფარეშოს ქაღალდი აუცილებლად რბილი უნდა იყოს, დაუშვებელია მუქი ფერის ქაღალდის გამოყენება.

 

-„უნიტაზის“ ბაკში სპეციალური ხსნარი(ნაკლებქიმიური)  უნდა იყოს ჩასხმული, ის  ყოველი ჩარეცხვის შემდეგ გაასტერილებს უნიტაზს.

 

-ყოველდღიურად უნდა სტერილდებოდეს საპირფარეშოს და სამზარეულოს ავეჯი/ინვენტარი. ასევე ჭურჭელი, რომლებსაც ბავშვები მოიხმარენ.

 

-სამზარეულოში მომუშავე პერსონალს უდნა ეცვას ბახილები, ეხუროს ერთჯერადი ქუდი და ეცვას ერთჯერადი ხალათი.

 

-რაც შეეხება ტექსტილს- ფარდები ხშირად უნდა ირეცხებოდეს, მოგეხსენებათ ქსოვილი მტვრის ბუდეა. ასევე დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს რეზინის ხალიჩებსაც.

 

-ბაგა ჯგუფის შემთხვევაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს საწოლების და თეთრეულის საკითხი, დაუშვებელია ერთ საწოლში სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ბავშვი იწვეს. ყველა ბავშვს ინდივიდუალური საწოლი და თეთრეული უნდა ჰქონდეს. აუცილებელია თეთრეულის სისტემატიური ცვლა და რეცხვა.

 

-ნებისმიერ სეზონზე ბავშვები ეზოში, სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად, სულ მცირე ნახევარი საათით მაინც,  უნდა გაიყვანონ.

 

 

 

3407
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?