info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
მინის და ბროლის ჭურჭლის რეცხვის საიდუმლო

ყველა დიასახლისი დამეთანხმება იმაზე, რომ მინის და ბროლის ჭიქების რეცხვა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხშირად, ჭიქებზე  წყლის წვეთების ლაქები რჩება, გამშრალების შემთხვევაში კი ქსოვილის ნაწილაკების მოშორება ჭირს, ეს კი ძალიან არაესთეტიკური სანახავია. თითოეული დიასახლისი, მაქსიმალურად ცდილობს მათი ნივთები იდეალურად გამოიყურებოდნენ, მით უმეტეს თუ ისინი გამოსაჩენ ადგილას უწყვიათ. Mycleaner.ge-ის რჩევები თქვენი ჭურჭლის იდეალური ბზინვარების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

-პირველ ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ბლორის და მინის რეცხვის დროს არ გამოვიყენოთ ძლიერმოქმედი სარეცხი საშუალება და სოდა, შესაძლოა, ამან ზედაპირი დააზიანოს, ან ნაკაწრები წარმოქმნას. ეცადეთ არ გარეცხოთ ძალიან ცხელი წყლით და არ გააშროთ ჰაერზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ლაქები დარცება ზედ.

 

-არ გამოიყენოთ უხეში საწმენდი ღრუბელი ის დააზიანებს ჭიქების ზედაპირს. ეცადეთ არ გამოიყენოთ კონტრასტული ტემპერატურა, შესაძლოა ამან მინა გაბზაროს.

 

-რეცხვის დროს გამოიყენეთ თბილი წყლის, მარილის და ძმრის კომბინაცია 1:1:1, ეს ლაქების კარგი ამომყვანია, გასავლებად ცივი წყალი გამოიყენეთ და საგულდაგულოდ გაამშრალეთ ისეთი ქსოვილით, რომელიც ნაწილაკების კვალს არ ტოვებს.

 

-ეფექტურია წყლის და ნიშადურის სპირტის ნაზავიც, ის თქვენს ჭიქებს ბზინვარებას შესძენს.

 

-ზედმეტად დალაქავებული ჭიქების საწმენდად წყალში კარგად გახსნილი სოდის და ლიმონის კომბინაცია გამოიყენეთ, სოდის ნაწილაკები აუცილებლად ბოლომდე გახსენით, რათა თავიდან ავირიდოთ დაზიანება.

 

-მინის ჭიქების გასაპრიალებლად, შესაძლებელია დარბილებული ქაღალდის გამოყენებაც, როგორც მოგეხსენებათ ფანჯრის შუშის გასაპრიალებლად ადრე გაზეთსაც კი იყენებდნენ.

 

-სპირტი უნიკალური საშუალებაა ჭიქებისთვის ბზინვარების მისაცემად, მოგეხსენებათ სპირტის ნაწილაკები ადვილად ორთქლდება და სუნის დარჩენის არ შეგეშინდეთ.

 

თუ გაითვალისწინებთ ჩვენს ოქროს რჩევებს, თქვენი ჭიქების ბზინვარებით გააოცებთ თქვენთან მოსულ სტუმრებს.

1669
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი სარეცხი მანქანის მოვლა გაზაფხული, წვიმა და დალაქავებული ფანჯრები სახლის დალაგება - დასუფთავება-ნივთები, რომლებსაც ყოველდღიური რეცხვა სჭირდება მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები ეზოს მოვლა-დასუფთავება ოთახის სწრაფი, ხარისხიანი და უსაფრთხო დასუფთავების ოქროს წესები