info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?

დიასახლისები დამეთანხმებიან, რომ თითქმის ყველა წვეულება და თუნდაც, უბრალო ვახშამი მაგიდის გადასაფარებელ სუფრაზე  ყოველთვის ტოვებს ლაქების  კვალს. ჩვენ მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, თუ რა მოვუხერხოთ ამა თუ იმ ტიპის ლაქას, არა და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მაშ ასე, განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის ლაქების ამოყვანის უნივერსალური მეთოდი:

 

წითელი ღვინის ლაქა - როგორც კი სუფრაზე წითელი ღვინის ლაქას შენიშნავთ, მაშინვე დააყარეთ მარილი. შემდეგ კი დალაქავებული ადგილი ლიმონით დაამუშავეთ და სუფრა ცხელ წყალში გარეცხეთ. წითელი ღვინის ლაქები კარგად ამოჰყავს 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგის ან ლიმონმჟავას ხსნარს.

 

ყავის ლაქა- ეს ლაქები ყველაზე კარგად ამოჰყავს თბილ გლიცერინს ან გლიცერინისა და მარილის ნაზავს. დალაქავებული ადგილი გლიცერინით კარგად დაამუშავეთ. შესაძლებელია, პროცედურის რამდენჯერმე გამეორებაც მოგიწიოთ. საბოლოოდ, სუფრა თბილ წყალში გაავლეთ.

 

ხილის წვენის ლაქა- ლაქებს კარგად ებრძვის 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი ნახევარი კოვზი ნიშადურის სპირტისა და ნახევარი კოვზი წყალბადის ზეჟანგის ნაზავი. ხილის წვენისგან დატოვებულ ლაქებს კარგად უმკლავდება, ასევე, საჭმელი სოდის ხსნარი. დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი ზემოჩამოთვლილი საშუალებებიდან ერთ-ერთით, რამდენიმე წუთი გააჩერეთ და სუფრა ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ცხიმის ლაქა- ცხიმს კარგად ებრძვის ტალკი და საჭმელი სოდა. დალაქავებულ ადგილს მოაფრქვიეთ ტალკი, დააფინეთ ქაღალდი, რომელიც ცხიმს კარგად შეიწოვს, მაგალითად სამზარეულოს ხელსახოცი და საშუალო სიმხურვალის უთო რამდენჯერმე გაუსვით. ლაქაზე მოაყარეთ საჭმლის სოდა და კარგად დასრისეთ. 30 წუთის შემდეგ დალაქავებული ადგილი სუფთა ტილოთი გაწმინდეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ტომატის ლაქა-  ლაქას ლიმონის წვენი დაასხით, შემდეგ დალაქავებული ადგილები ჩვეულებრივი სარეცხი საპნითა და თბილი წყლით გარეცხეთ.

 

11254
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში