info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
Mycleaner.ge-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  დასუფთავების კომპანია „Mycleaner.ge“-მ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

  მემორანდუმს ხელი კომპანია „Mycleaner.ge“-ის დირექტორმა, გვანცა გუჯელაშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს „Mycleaner.ge“-ში  ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტთა შერჩევას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ კომპანია „Mycleaner.ge“-ს ინიციატივა  სტუდენტებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის დეფიციტიურია.

 კომპანია „Mycleaner.ge“-ის დამფუძნებლის, გვანცა გუჯელაშვილის თქმით, სტაჟირება გარკვეულ ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, რაც სტუდენტებს  პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, საკუთარი შემოსავლის წყაროსაც გაუჩენს. მისი თქმით, ეს იქნება განსხვავებული მიდგომა იმ პრაქტიკისგან, რაც თანამედროვე ქართული შრომის ბაზარზეა.

 „ჩვენი კომპანიის მიდგომა სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავდება ქვეყანაში არსებული პრაქტიკისგან. საქმე ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სტუდენტის რესურსს იყენებენ ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვაფორმებთ უნივერსიტეტებთან მემორანდუმს, რომლითაც სტუდენტებს,  ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, კონკრეტული ანაზღაურებაც ექნებათ,“-განაცხადა გვანცა გუჯელაშვილმა.

 მან ასევე განმარტა, უნივერსიტეტებთან ამ ტიპის თანამშრომლობა ორმაგ სარგებელს იძლევა, რადგან „გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ადამიანები საქმდებიან, ასევე, თავად კომპანია იძენს განათლებულ და პროგრესულ თანამშრომლებს, რაც შემდგომში, არამარტო ბიზნესის, არამედ ქვეყნის განვითარებასაც ძალზე წაადგება,“-განაცხადა კომპანიის დირექტორმა.  

1871
An Easy Method of Fighting Hard-To-Remove Stains Do You Know Who and When Invented the Vacuum Cleaner? Unique Properties of Apple Cider Vinegar Useful Properties of Laundry Soap Soda as a Unique Substance How to Fight Mold and Dampness at Home Washing Machine Maintenance Washing Blankets, Pillows and Mattresses Properly How to Remove Stains from a Tablecloth Cleaning the Fridge - A Simple, Economical and Safe Method