ბევრ ადამიანს უყვარს ოთახის მცენარეები. სპეციალურად მათთვის აწყობენ კუთხეს, რგავენ ლამაზ ქოთნებში, უვლიან და ახარებენ. ცნობილი ფაქტია, რომ მცენარეები სახლს ჟანგბადით ამარაგებენ, ანოტივებენ ჰაერს და ალამაზებენ ინტერიერს. ყველა მცენარეს განსხვავებული მოვლა სჭირდება, რადგან ისინი განსხვავებულად ეგუებიან გარემოს და განსხვავებულად რეაგირებენ გამღიზიანებლებზე, მაგრამ რამდენიმე საერთო წესი არსებობს, რომლებიც მცენარეების ქონის შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს.